მეტირება, გაუსაძლისად მწარეა ეს ტკივილი! - ლუკა კურტანიძის ემოციური წერილი გამზრდელის გარდაცვალების შემდეგ

მეტირება, გაუსაძლისად მწარეა ეს ტკივილი! - ლუკა კურტანიძის ემოციური წერილი გამზრდელის გარდაცვალების შემდეგ

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე Facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ყოფილი სპორტსმენი ადამიანებს იმ ტკივილს უზიარებს, რაც გამზრდელი მამიდის გარდაცვალებამ განაცდევინა. ემოციურ ტექსტში კურტანიძე ადამიანებს ურჩევს, სანამ გვერდით გვყავს საყვარელი ადამიანები, არ დავკარგოთ დრო და ვიზრუნოთ მათზე.

"მესამე დღეა, რაც გამზრდელი დავკრძალე... ადამიანი, რომელმაც მთელი ბავშვობა სითბო, სიყვარული და უდიდესი გაფრთხილება მარგუნა. და ამასთანავე მუდამ მაფასებდა, ერიდებოდა, თუმცა რატომ? ვიცი. იმიტომ, რომ ფიქრობდა, არ შევაწუხოვო. მეტირება, ისევ ბავშვურად, ალალად და ცრემლს მიაქვს წარსულის მოგონება... გამახსენდება ჩემი ეთოს დალოცვა, მოფერება და უდიდესი მზრუნველობა და ცრემლი იწყებს მღვრევას გულსა და სულში... ეს დრო მუდამ ვფიქრობდი, მოვუფრთხილდები, მოვეფერები და ამაგს უკან სიყვარულით დავუბრუნებ მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი... დავაგვიანე, რადგან მეგონა, სიცოცხლე ჯერ აქ არის... და უსასრულოა... არა! დავაგვიანე და გაუსაძლისად მწარეა ეს ტკივილი! ერთია მთავარი, უნდა ვეძიოთ ერთმანეთში ძალა სიცოცხლის და ვიჩქაროთ სიკეთის თესვა, უერთიერთ მოფრთხილება, მიტევება და უდიდესი სიყვარული, რომ არ დავაგვიანოთ... ვიჩქაროთ, რადგან ეს ცხოვრება წამიერია. ჩემი გამზრდელი მამიდა ეთერ გვიშიანი-ახალაია დავკრძალე სანთლით ლოცვით, უდიდესი ტკივილითა და ცრემლით.... დავაგვიანე... გიზიარებთ, რადგან, არ დაიგვიანოთ... ლუკა-ელდარი კურტანიძე".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს