"ძალიან მაშინებს რეპრესიის სუნი" - ხატია ბუნიათიშვილის მხარდასაჭერი "წერილი გიგის" (+ვიდეო)

 "ძალიან მაშინებს რეპრესიის სუნი" - ხატია ბუნიათიშვილის მხარდასაჭერი "წერილი გიგის" (+ვიდეო)

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას მხარდამჭერი კამპანიის - "წერილი გიგის" - ფარგლებში წერილს ავრცელებს.

"მე გიგის მხოლოდ რამდენიმეჯერ შევხვედრივარ. არ მქონია მასთან პროფესიული თუ მეგობრული ურთიერთობა. არც პირადად დამხმარებია, როგორც ძალიან ბევრს დაეხმარა. თუმცა ყველა დამიდასტურებს, რომ ის არის საოცრად თბილი, ნებისმიერის, განურჩევლად პოლიტიკური ხედვისა, პრობლემების გულთან მიმტანი ადამიანი. აღარ ვლაპარაკობ ყველაზე მთავარზე, მის უმთავრეს მოვალეობაზე - თუ როგორ უვლიდა და ალამაზებდა თბილისს. ძალიან მაშინებს რეპრესიის სუნი. მაშინებს ის, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეები - ზოგი შეშინებული, ზოგი კმაყოფილი და სამწუხაროდ ძალიან ბევრი გულგრილი - უმოქმედოდ ფიქრობს: ვინ იქნება შემდეგი? იქნებ გამოვიყენოთ ყველამ ჩვენი ხმა, რომელიც დაბადებისთანავე თავისუფლად ამოხეთქავს ჩვენგან და რომელსაც ზრდასრულობაში ინსტინქტის საწინააღმდეგოდ ვბლოკავთ! იქნებ შევძლოთ და შევაჩეროთ ეს არაადამიანური მანქანა! იქნებ საბოლოოდ დავუსვათ საქართველოს ისტორიაში რევანშს წერტილი! იქნებ აღარ იყოს შემდეგი..." - წერს ხატია ბუნიათიშვილი.

შეგახსენებთ, გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის საერთშორისო აერპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დასდეს ბრალი. 4 ივლისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

უგულავას მხარდამჭერები დღეს მის დაკავებას აპროტესტებენ. აქცია სახელწოდებით "წერილი გიგის" მშვიდობის ხიდზე იმართება. იქ მისულ ადამიანებს შეეძლებათ, თბილისის ყოფილ მერს წერილი მისწერონ, რომელსაც სპეციალურ ურნაში ჩაყრიან. მშვიდობის ხიდზე უგულავას მერობის პერიოდში რეაბილიტირებული თბილისის ფოტოებიც გამოიფინება.

აქცია საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით იმართება, რომელშიც მსახიობები, მომღერლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შედიან.

გარდა ამისა, "ფეისბუქში" შეიქმნა სპეციალური გვერდი "წერილი გიგის", სადაც უგულავას მხარდამჭერი ვიდეომიმართვები ვრცელდება. აღნიშნულ გვერდზე უკვე გავრცელდა მეუფე მელქისედეკის და მომღერალ ეკა მამალაძის ჩანაწერები.

იხილეთ ვიდეოები

იხილეტ ასევე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს