"ამ საზოგადოებას ტ*აკები ჭირდება და არა საღი ინტელექტუალური მონაცემები" - სკანდალური შოუს მონაწილე გოგონას პასუხი საზოგადოებას

"ამ საზოგადოებას ტ*აკები ჭირდება და არა საღი ინტელექტუალური მონაცემები" - სკანდალური შოუს მონაწილე გოგონას პასუხი საზოგადოებას

ერთ-ერთი გოგონა, რომელიც GDS-ის ეთერით, თავისი უკანალით გახდა ცნობილი, პროფესიონალი მოცეკვავე ანა ოლკინაა. სკანდალის შემდეგ ანა პირველ განცხადებას Facebook-ზე აკეთებს. ტექსტიდან ირკვევა, რომ გოგონა ნამდვილად არ ფიქრობს, რომ მასზე რაიმე ტიპის ძალადობა განხორციელდა.

"პირადი სერიოზული პრობლემების გამო, რამდენიმე დღე არ მეცალა F.B.ნიუსებისათვის, ტელევიზორს მითუმეტეს არასოდეს ვუყურებ, სხვა უსერებისგან განსხვავებით, დღეს მეგობრებისაგან ვიგებ, თურმე საზოგადოება ძალიან ააღელვა გასართობ შოუ პროგრამის(ბინა 18) იმ ნაწილმა, რომელშიც ჩემი და ბებეს სხეულის ნაწილებზე "განხორციელდა ძალადობა". ნამდვილად არ მეგონა შევარდნაძის გვამის შემდეგ ჩვენი ტაკუნები ასეთი დელიკატესი თუ აღმოჩნდებოდა. რა გითხრათ არ ვიცი, გადაცემის ფორმატი გასართობი იყო, რომელსაც მსუბუქი ეპატაჟი უნდა მოეხდინა, ყოველგვარი მაღალი ესთეტიკის გარეშე. მე ამაში ავიღე ჰონორარი, რომელიც ძალიან მჭირდებოდა. ამ საზოგადოებას ტრაკები ჭირდება და არა საღი ინტელექტუალური მონაცემები. ასე რომ აღაშფოთა F.B.-სხადნიაკი ორი გოგოს ეგრეთწოდებულმა "დისკრიმინაციამ" ,ოდესმე თუ დაინტერესებულა საქართველოში მცხოვრები მილიონობით ქალის სოციალური პრობლემებით, აქვთ თუ არა ამ ქალებს რაიმე სახის მატერიალური შემოსავალი, ჯანმრთელობის დაზღვევა, არიან თუ არა ბინით უზრუნველყოფილი და ა. შ. ასე რომ, ყველამ თავის ტრაკს მიხედოს და საკუთარ ოჯახებში ფარულად განხორციელებულ მუბინგს გაუმკლავდნენ", - წერს ანა.

ასევე დაგაინტერესებთ | "უკანალების სკანდალში" მონაწილე გოგონა და მისი პირველი ვნებიანი ცეკვა მასტერის კლიპში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს