უნდა მოითხოვოს თუ არა ხელფასის მომატება "ბინა 18-ის" შემოქმედებითმა ჯგუფმა - რას წერს ძმა კოტიკო თოლორაიას ამერიკიდან

უნდა მოითხოვოს თუ არა ხელფასის მომატება "ბინა 18-ის" შემოქმედებითმა ჯგუფმა - რას წერს ძმა კოტიკო თოლორაიას ამერიკიდან

ტელეკომპანია GDS-ზე მომხდარი "უკანალების" სკანდალი სოციალურ ქსელებში კვლავ აქტუალურია. საყოველთაო აღშფოთებისა და მოწოდების შემდეგ ტელეკომპანიის სახეებმა - კოტიკო თოლორაიამ და ლევან გოგორელიანმა (ფაქო) მაყურებელს ბოდიში მოუხადეს და განმარტეს, რომ ხუმრობა არც ქალთა უფლებების შელახვას ისახავდა მიზნად და არც არანაირი პოლიტიკური სარჩული ედო.

ამ ამბავს ამერიკიდან ეხმაურება გადაცემის წამყვანის ძმა, სოსო თოლორაია, იგი შოუს ავტორებს გამამხნევებელ პოსტს უძღვნის. სოსო თავის ძმას, კოტიკოს მხარდაჭერას უცხადებს და მიაჩნია, რომ მისი ყველა გადაცემა საამაყოა.

"კოტიკო მეამაყები, შენ და შენი საძმაკაცო ასე რომ დგახართ პოზიტიური საქართველოს მშენებლობისთვის. მეამაყება ყოველი თქვენი გადაცემა, რომელიც ერთი მხრივ, პროვინციულ იუმორს (რატომღაც იმერული კილოთი ასე დომინანტურად წარმოდგენილს ჩვენს ტელესივრცესში), მარტო თქვენ და ვასკა ოდიშვილიღა უმკლავდებით", - წერს სოსო თოლორაია, რომელიც მშობლებსა და კოტიკოს მოძღვარს მადლობას უხდის. - მინდა შენს მშობლებს, შენს მოძღვარს ვუთხრა მადლობა, რომ ბოდიშის მოხდაც შენთვის არა დამამცირებელი და დამარცხების მანიშნებელი, არამედ პატივისცემის და ადამიანების სულის საცხოვნებელ მიზანს ემსახურება, გთხოვ ნუ მიაქცევ ყურადღებას ამ კურიერის ლომკაში დარჩენილ უღმერთო სხეულებს... ქრისტემ 5 კაცი დააპურა რამდენიმე პურით და თევზით და მხოლოდ გაღძნენ, მეტი არაფერი მოხდა მათთვის... ასე რომ იყავით დიდსულოვანნი გადაეცი ბიჭებს და ხელფასის გაზრდა მოითხოვეთ", - წერს სოსო თოლორაია.

იხილეთ ასევე: "ამ საზოგადოებას ტ*აკები ჭირდება და არა საღი ინტელექტუალური მონაცემები" - სკანდალური შოუს მონაწილე გოგონას პასუხი საზოგადოებას

"მარჯვენა დუნდულები გოგოსი ყოფილიყო, მარცხენა ბიჭის" - ცნობილი ადამიანები სხეულის პიკანტურ ნაწილებზე ბჭობენ

"ანა ჩემი ძველი მეგობარია, მაგრამ ვიდეო კრიტიკას ვერ უძლებს" - გიორგი კეკელიძე "უკანალის სკანდალზე"

დღევანდელი სატესტო სტატია

კვირის თემა სატესო

LIVE : გიორგი მარგველაშვილი "პალიტრის" ეთერში მერაბ მეტრეველის კითხვებს პასუხობს