რას სწავლობდა 7 წლის განმავლობაში კახა კალაძე თსუ-ში - ინტერნეტში მინისტრის დიპლომი ვრცელდება

რას სწავლობდა 7 წლის განმავლობაში კახა კალაძე თსუ-ში - ინტერნეტში მინისტრის დიპლომი ვრცელდება

ბევრი ადამიანისთვის უცნობია, რომ წარსულში საფეხბურთო კარიერით ცნობილი თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე პროფესიით ისტორიის მასწავლებელია. სოციალურ ქსელში კალაძის ბაკალავრის დიპლომის ფოტო ვრცელდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1996 წელს კახა კალაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ბაკალავრიატის სრული კურსი კი 2003 წელს დაასრულა. 2003 წლის 23 ივნისს კალაძეს ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაციით. ბაკალავრიატში 7 წლის განმავლობაში სწავლა, სავარაუდოდ, მისი დატვირთული საფეხბურთო მოღვაწეობით აიხსნება.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე 2001 წელს გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, მილანმა მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. იგი 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ "მილანის" წევრი. მილანში ჩარიცხვამდე იგი თბილისის "დინამოსა" (1993-1997) და კიევის "დინამოში" (1998-2001) თამაშობდა. ის ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ.

კალაძე 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 6 ივლისამდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი იყო. ივლისიდან კახა კალაძე მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატია.

ასევე დაგაინტერესებთ | კახა კალაძის სტილის ევოლუცია და უცნობი ფოტოები (+15 PHOTO)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს