გამოძიების გარეშე ადამიანების დადანაშაულება მისი სტილია - ნატა მურვანიძე სააკაშვილის განცხადებაზე

გამოძიების გარეშე ადამიანების დადანაშაულება მისი სტილია - ნატა მურვანიძე სააკაშვილის განცხადებაზე

მსახიობი ნატა მურვანიძე ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ ვერსიებს და ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"როცა კიწმარიშვილის მკვლელობას რუსთავი-2ის ხელში ჩაგდების სურვილით ასაბუთებენ და სააკაშვილი ივანიშვილისკენ იშვერს ხელს, უნებლიედ "იმედი" და პატარკაციშვილი მახსენდება. Каждый судит в меру своей испорченности. ეს არ გამახსენდებოდა რომ არა ექს-პრეზიდენტის სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება. პრინციპში ხელის დადება და გამოძიების გარეშე ადამიანების დადანაშაულება მისი სტილია. სანამ გამოძიება არ დაადგენს მიზეზს ნებისმიერ ეჭვს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ არა პირველი და ექს-პირველებისგან.

ერთი-ორი ჩემი აქაური "ფრენდის" და არამეგობრის, ფამილიარულ და ზრდილობაახდილ კომენტარს პასუხის გარეშე დავტოვებ" - წერს ნატა მურვანიძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ის საქართველოდან წავიდა, "რუსთავი 2" ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი სამიზნეა, რაც ყოფილ პრემიერს მისთვის არაერთხელ უთქვამს პირისპირ საუბრისას: "ის რომ ეროსი კიწმარიშვილი ამ პროცესს არ ეთანხმებოდა და ეროსის სიცოცლის პირობებში ტელეკომპანიის წაღება საკმაოდ გართულდებოდა, ცხადია." - განცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ჩართვისას სააკაშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს