დაკითხვაზე თქვენი ოჯახის წევრები დაიბარეთ - სოფო ნიჟარაძის პასუხი მის პროკურატურაში შესაძლო დაბარებაზე

დაკითხვაზე თქვენი ოჯახის წევრები დაიბარეთ - სოფო ნიჟარაძის პასუხი მის პროკურატურაში შესაძლო დაბარებაზე

სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ  ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება სადაც აღნიშნულია, რომ

"პროკურატურა მალე დაკითხავს ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებს – ბუბა კიკაბიძეს, სოფო ნიჟარაძეს, ლელა წურწუმიას, მერაბ სეფაშვილს, ნინა წკრიალაშვილს, ეკა კახიანს, ნინი ბადურაშვილს, ნინო ჩხეიძეს, ანა კეკუას, სალომე ბაკურაძეს, ნოდიკო ტატიშვილს, ნიაზ დიასამიძეს, აჩიკო გულედანს, დუეტ "ჯორჯიას" – მაკა ზამბახიძესა და რატი დურგლიშვილს და სხვა მომღერლებს..."

სტატიაში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალიას და სანდრა რუსლოვსის და რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსების დაბადების დღეზე.

"ძალიან გახვედით თავს, დაკითხვაზე თქვენი ოჯახის წევრები დაიბარეთ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ეგღა მაკლია დაბადების დღეებზე ჰონორარით ვიმღერო?! დაბადების დღეზე გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ მეგობრების წრეში, მათი დაბადების დღის აღსანიშნავად საჩუქრად თუ მიმიძღვნია სიმღერა და ჩემი სურვილისამებრ რა თქმა უნდა. სხვა შემთხვევაში შეკვეთილი დაბადების დღეები და ჰონორარები? ნურას უკაცრავად, ჩემს თავს ცოტა ამაზე მაღლა ვაყენებ. დიდი ბოდიში სტატიის ავტორებო" - წერს სოფო ნიჟარაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს