გიგი უგულავა: შემოდგომაზე ალასანიას და წულუკიანს მოხსნიან

გიგი უგულავა: შემოდგომაზე ალასანიას და წულუკიანს მოხსნიან

შვიდი მინისტრის მოხსნისა და დანიშვნის ფაქტს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა და აღნიშნულ ცვლილებას ივანიშვილის "ეშმაკის ბორბალს" უწოდებს. (გთავაზობთ უცვლელად)

"ეს ცვლილებები რომ არაფრის მთქმელი, კოსმეტიკური, არანაირი ღირებულების მომტანი არაა საზოგადოებისთვის, ჩემთვის ციხეში მყოფი ადამიანისთვის კარგად ჩანს, რომ პერსონალს თავისი ახალი მინისტრის ვინაობაც კი დიდად არ ანაღვლებს (ეს მხოლოდ ჩემი დაკვირვებაა, ცხადია ისინი ამ თემაზე ჩემთან არ საუბრობენ). ეს ლოგიკურიც არის, რადგან სანამ მთავრობას ივანიშვილის პირადი მდივანი ხელმძღვანელობს ხალხისთვის ამ ცვლილებებს შიდა სამთავრობო ინტრიგების სახე უფრო აქვს.

სინამდვილეში ეს ცვლილებები ტრადიციული „სამთავრობო კარუსელისგან“ განსხვავდება და მას მე „ივანიშვილის ეშმაკის ბორბალს“ დავარქმევდი.

მაშ ასე, შეიცვალა შვიდი მინისტრი, შესაბამისად პრემიერს სჭირდება პრეზიდენტის თანხმობა (სწორედ ამიტომ ვერ მოხვდა გაძევებულთა თუ გადათამაშებულთა რიგებში მარგველაშვილის პროტეჟე სანიკიძე). რაც მთავარია პარლამენტი დროთა ვითარებაში სულ უფრო და უფრო გართულდება ხშირი სამთავრობო ცვლილებების დამტკიცება. ამ ცვლილებებით მთავრობა შეივსებს 1/3 ლიმიტს, რომელიც რეალობაში 5 მინისტრის ცვლილებას გულისხმობს, პარლამენტის და პრეზიდენტის გარეშე და აქედან 2 უკვე გასროლილი იყო. სანიკიძე, რომელმაც მარგველაშვილი შეცვალა და ნარმანია, რომელიც ხოკრიშვილმა ჩაანაცვლა. ეს ყველაფერი კომპიუტერულ თამაშს გავს, სადაც დარჩენილი სიცოცხლეები (ანუ მინისტრები) ბევრს არაფერს ნიშნავს, განსხვავებით მაშინ, როცა „4-5 მოღალატე მთავრობაში“ გეგულება (პრემიერ ღარიბაშვილის ისტერიული ფრაზა, წარმოთქმული ორი თვის წინ მთავრობის სხდომაზე).

მაშ ასე, შემდეგი და მთავარი ცვლილებები შემოდგომაზე მოხდება, როცა 5 მინისტრს ალასანიას, ფანჯიკიძეს, წულუკიანს, პეტრიაშვილს და ალბათ სანიკიძეს მოხსნიან ისე რომ პრემიერ ღარიბაშვილს არც პრეზიდენტი დასჭირდება და არც პარლამენტის თანხმობა.

დიასპორების აწ უკვე მოხსნილმა მინისტრმა სურგულაძემ (რომელიც შეიძლება არც არაფერს აკეთებდა, მაგრამ არც აფუჭებდა) შეუძლია იამაყოს, რადგან პირველად და უკანასკნელად სამთავრობო მოღვაწეობის პერიოდში თავისი მოხსნით მიენიჭა ფუნქცია. ის ეხლა მხოლოდ იმიტომ მოიხსნა, რომ შემდგომში ცვლილებებს, როგორც „ერთი-ორი მოღალატე“ არ მიჰყოლოდა და შემთხვევით სამთავრობო კრიზისი არ გამოეწვია (მას ალასანიას კაცად იცნობენ მთავრობაში).

ასე რომ ვისაც სამთავრობო ინტრიგების ყურება უყვარს შეუძლია პოპკორნი მოიმარაგოს. ალბათ უფრო ნატოს უელსის სამიტის და გაეროს გენერალური ასამბლეის ანუ სექტემბრის შემდეგ. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ქვეყანას და მოტყუებულ ხალხს რა ამით?!

სამწუხაროდ ივანიშვილს გარდაუვალი კატასტროფისკენ მიყავს ქვეყანა და გამოსავალი ყველა ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალის გაერთიანებაა და მისი „ყმის“ ღარიბაშვილის მთავრობიდან ჩამოშორებაა. ამიტომ საზოგადოების მოთხოვნა არა შვიდ ძველ-ახალ სახეშია, არამედ ღარიბაშვილის გადადგომაა და ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობისაგან ჩამოშორება უნდა იყოს!!!"

გიგი უგულავა

მატროსოვის ბინადარი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს