ასეთი კლასი არავის უჩვენებია საქართველოდან - ქართველმა გულშემატკივრებმა სოციალური ქსელი "ააფეთქეს"

ასეთი კლასი არავის უჩვენებია საქართველოდან - ქართველმა გულშემატკივრებმა სოციალური ქსელი "ააფეთქეს"

ლატვიის ქალაქ იურმალაში მე-13 საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის "ახალი ტალღა" პირველი საკონკურსო დღე დასრულდა. ქართველმა კონკურსანტმა თავისი გამოსვლით სცენაზე ფურორი მოახდინა და უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა.

ნუცა ბუზალაძის გულშემატკივრები სოციალურ ქსელში მის წარმატებულ გამოსვლას ეხმიანებიან და პირველ ადგილზე გასვლას ულოცავენ.

ანრი ჯოხაძე: "ნუცაააა ბრავოოოო მეამაყები !!! ასეთი კლასი არავის უჩვენებია საქართველოდან !!"

ლელა წურწუმია: "ის საუკეთესო იყო და დარჩენილ 2 ტურშიც ის საუკეთესო იქნება იმედი მაქვს.. მივულოცოთ ამ პატარა გოგონას ტრიუმფალური პირველი გამოსვლა."

დუდანა ზაქარაია: "სადაც არ უნდა იყოს, სასიმოვნოა ქართული დროშის პირველ ადგილზე ხილვა. კარგი იყო ჩვენი გოგო".

ნინი ბადურაშვილი: "პირველ ადგილზე ვართ. ბრავო ნუცა და რაც მთავარია კახი მამულაშვილი!"

ნახეთ: ნუცა ბუზალაძე "ახალი ტალღა" 2014 წლის პირველ საკონკურსო ტურში პირველ ადგილზეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს