"სანამ ქართულ ფეხბურთს არ ჩამოშორდებიან საბჭოთა აზროვნების, ყველაფრის მკადრებელი "ვეტერანები," არაფერი გამოსწორდება!"

"სანამ ქართულ ფეხბურთს არ ჩამოშორდებიან საბჭოთა აზროვნების, ყველაფრის მკადრებელი "ვეტერანები," არაფერი გამოსწორდება!"

სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქართული ფეხბურთის პრობლემების შესახებ წერს.

"უკვე ამდენი წელია თვალყურს ვადევნებ ქართულ ფეხბურთს და ყოველ წელს ვფიქრობ: ეს რა საშინელებაა, ამაზე უარესი რა უნდა იყოს! და მომავალ სეზონს მაინც ოპტიმისტურად ვხვდები. თუმცა, ნურას უკაცრავად! წლიდან წლამდე საოცარი რეგრესი! უკვე შეუძლებელია ასეთი დინამოს და ასეთი ნაკრების ყურება!

სანამ ქართულ ფეხბურთს ძირფესვიანად არ ჩამოშორდებიან საბჭოთა აზროვნების მქონე, ყველაფრის მკადრებელი "ვეტერანები," რომლებსაც ზიანის მეტი არაფერი მოუტანიათ ქართული ფეხბურთისთვის; სანამ არ შემუშავდება ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და დეტალურად არ გაიწერება გეგმის თითოეული პუნქტი მკაცრად განსაზღვრულ ვადებში, მანამდე არაფერი არ გამოსწორდება!

ვერც ერთჯერადად დანიშნული მწვრთნელი დადებს რამე შედეგს და ვერც კონკრეტულ კლუბში ჩადებული ინვესტიცია. ყველაფერი უნდა იყოს სისტემის ნაწილი, რომლის განვითარების გეგმაც უნდა იყოს მკაფიოდ წარმოდგენილი და ზედმიწევნით ზუსტად შესრულებული. ბავშთა ფეხბურთიო გაიძახის ყველა, მაგრამ კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს ამაზე არავინ საუბრობს. კონფორმიზმის და არაპროფესიონალიზმის ბუდეა ქართული ფეხბურთი. სირცხვილია მართლა!!!

ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ და უარესს ვაკეთებთ. 20 წელზე მეტი გავიდა და არცერთი სწორი გადაწყვეტილება არ მიღებულა. არცერთი გრძელვადიანი სტრატეგია არ შემუშავებულა ამდენი ხნის განმავლობაში. რისი იმედი გვაქ საერთოდ? მოჯადოვებულ წრეში ვტრიალებთ. დემოკრატია ლობიოობა კი არ არიო და არც ფეხბურთის შენებაა ლობიოობა", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს