"არ გიშველათ რაფალიანცის ბავშვის სიკვდილმა?" - უგულავას და მერაბიშვილის სიდედრები მანანა ბერიკაშვილს დასცინიან

"არ გიშველათ რაფალიანცის ბავშვის სიკვდილმა?" - უგულავას და მერაბიშვილის სიდედრები მანანა ბერიკაშვილს დასცინიან

მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, კულტურის მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ. კულტურის სამინისტროს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მითითებულია, რომ მინისტრის მოადგილეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა კანონის ფარგლებში პრემიერის ბრძანების საფუძველზე მოხდა.

როგორც ცნობილია, კულტურის ყოფილი მინისტრის, გურამ ოდიშარიას ერთ-ერთი მოადგილე, მსახიობი მანანა ბერიკაშვილი იყო. შესაბამისად, უფლებამოსილება შეუჩერდა მასაც. ამ ამბავს გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილის სიდედრები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

ნინო კილაძე:

"ბატონო მანანა, თქვენც დაგაცურეს? არ გიშველათ რაფალიანცის ბავშვის სიკვდილმა?"

ნატა შკა:

"ბატონო მანანა, თქვენც დაგაცურეეეს??? არ გიშველათ რაფალიანცის ჩვილმა???"

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 30 სექტემბერს, არჩევნების წინა ღამით, "ქართული ოცნების" გურჯაანის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა პირდაპირი ეთერის საშუალებით საქართველოს ამცნო სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, სადაც გარდაცვლილი ჩვილის ქვევრიდან ამოყვანას ტელევიზიის ვიდეო-კამერა იღებდა. 10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, დაახლოებით ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში იპოვეს გარდაცვლილი. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. გოგონას დეიდამ, დალი მექერიშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო, ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა, ცხელ გულზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა კი დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გურჯაანში კენჭს "ნაციონალური მოძრაობიდან" იყრიდა.

"მაქვს ინფორმაცია, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია, მაგრამ არ ახმაურებენ, რადგან "ქართულ ოცნებას" არ აწყობს. იმიტომ არ ახმაურებენ, რომ როგორც კი ამას იტყვიან, ის ადამიანი, ვინც მე ტრაგედიის ღამეს დამადანაშაულა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ახლა კულტურის მინისტრის მოადგილეა, ცრუ დასმენისთვის უნდა დაისაჯოს. მე ძალიან კარგად ვიცი სისხლის სამართლის კოდექსი და ცრუ დასმენა დანაშაულია. სრულიად ნათელია, რა მოხდა ამ ღამეს, "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა ეს წინასაარჩევნოდ და ცოცხების ფონზე ამომრჩეველი ამ ტრაგედიით დამძიმებული მიიყვანა საარჩევნო ყუთებთან," - განუცხადა მაშინ ჟურნალისტებს გიორგი ღვინიაშვილმა.

იხილეთ ასევე: "ყველაფერს ვიტყვი!" - რატომ აუკრძალეს ბარბარე რაფალიანცის ოჯახს პრესასთან ურთიერთობა

10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები ტრაგედიის უცნობ დეტალებს ახმაურებენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს