"ეს სიტყვები ეხებოდა პუტინს, მის სისხლიან რეჟიმს" - ობოლაძე რუსების "ღორებად" მოხსენიების გამო ბოდიშს იხდის

"ეს სიტყვები ეხებოდა პუტინს, მის სისხლიან რეჟიმს" - ობოლაძე რუსების "ღორებად" მოხსენიების გამო ბოდიშს იხდის

ტელეწამყვანი დიმიტრი ობოლაძე ბოინგ 777-ის ტრაგედიის შემდეგ რუსების შესახებ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო საჯარო ბოდიშს იხდის. ტელეწამყვანმა ბოდიში 9 საათიან "კურიერში" ჩართვის დროს მოიხადა.

"მინდა გამოვეხმაურო ჩემს მიერ პარასკევს, გადაცემა "სხვა შუადღეში" გაკეთებულ განცხადებას. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ასპროცენტიანი ემოცია, რომელიც დამეუფლა, იმ დღეს ჩამოაგდეს მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი, სადაც სამასამდე ადამიანი, მათ შორის 80 ბავშვი დაიღუპა და ამ კადრების ნახვის შემდეგ ნორმალურ ადამიანს რეაქცია რომ არ გქონდეს, არ შეიძლება. ამხელა ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, მოულოდნელად ძალიან დიდი ამბავი გამოიწვია ერთი ქართველი სპორტული ჟურნალისტის ემოციამ, როგორც გავიგე ხვალ აპირებენ მედიაში პეტიციის გავრცელებას ქართული პროდუქციის რუსეთში აკრძალვის მოთხოვნით. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ და ერთა შორის შუღლის გაღვივებაში მადანაშაულებენ. ნამდვილად არ მგონია, რომ მე ვიყო რუსეთსა და საქართველოს შორის მთავარი პრობლემა. ერთადერთი, რასაც გულწრფელად ვნანაობ, არის ის რომ თავი ვერ შევიკავე, პირდაპირ ეთერში მომიწია ჩემი ემოციის გამოხატვა, მეც მყავს რუსი მეგობრები, ნათესავები, ბევრ ქართველს ოჯახის წევრი ჰყავს რუსი ეროვნების და მათი აღშფოთება მე ნამდვილად მესმის, ჩემი ამ ჩანაწერის რამდენჯერმე ნახვის შემდეგ. ჩემი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა რუსი ხალხის შეურაცხყოფა და ამის გამო გულწფერად შემიძლია აი ამ ადამიანების ბოდიში მოვუხადო. ეს სიტყვები ეხებოდა პუტინს, მის სისხლიან რეჟიმს და რუსეთის იმ ნაწილს, ვისი უსიტყვოდ თუ ხმამაღალი თანხმობით ხდება ეს ყველაფერი, ეს საშინელება საქართველოსა და უკრაინაში, რუს ხალხ ეს ყველაფერი ნამდვილად არ აეხება. თავს ისე ვგრძნობ, როგორც ძალიან დიდი საშიში მტრის წინაშე მარტო მიტოვებული, მაგრამ ამას მე ალბათ გადავიტან. ფაქტი ფაქტად რჩება, ჩემი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ნამდვილად აქ არ იცვლება. ეს ქვეყანა არის ჩვენი მტერი და ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული", - განაცხადა დიმიტრი ობოლაძემ.

ერთი კვირის წინ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სხვა შუადღის" წამყვანებმა პირდაპირ ეთერში მწუხარება გამოთქვეს მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფის გამო და ამ ფაქტზე საკუთარი პოზიცია გამოხატეს. ტრადიციულად, განსაკუთრებით ემოციური იყო დიმა ობოლაძე, რომელმაც აღშფოთება ვერ დამალა და რუსებს ღორები უწოდა. ამის შემდეგ ტელეწამყვანი სოციალურ ქსელებსა და მედიაში მრავალი ადამიანის კრიტიკის ობიექტად იქცა.

იხილეთ: "რუსეთი ღორების ქვეყანაა!" - დიმა ობოლაძემ პირდაპირ ეთერში ემოციები ვერ შეიკავა

"ყველაზე უზრდელი, "ხამი", დაბალი კულტურის და უშნოდ ჩაცმული არის რუსი ტურისტი!" - "რუსთავი 2"-ელები რუსებს დასცინიან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს