როგორ დაისჯებიან სექსუალური მოძალადეები კაზანტიპის ტერიტორიაზე

როგორ დაისჯებიან სექსუალური მოძალადეები კაზანტიპის ტერიტორიაზე

კაზანტიპის თემა საზოგადოებაში აქტუალობას არ კარგავს. ამ თემასთან დაკავშირებით ბოლო დროს არაერთი პოსტი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში. მსახიობი ია ფარულავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე კაზანტიპის კონსტიტუციის კოდექსის ერთ-ერთ მუხლს აქვეყნებს, სადაც რესპუბლიკის ტერიტორიაზე სექსუალური ნიშნით მოძალადეების სასჯელზეა საუბარი.

"კაზანტიპის კონსტიტუციის კოდექსის ერთ-ერთი მუხლი :))) ვოჩ აუტ ანაკლია :)))))

მუხლი 3

სექსუალური ძალადობა და უხეში მოპყრობა კაზანტიპის მოქალაქეების მიმართ, ხელში როგორ ადვილადჩასაგდებადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ ისინი, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად ისჯება დეპორტაციით, ისევე უაპელაციოდ როგორც, სხვა დანარჩენი სისხლის სამართლის დანაშაული.

გარდა ამისა, ნებაყოფლობითი ნუდიზმის გამეფებული ატმოსფეროს მიუხედავად, რესპუბლიკაში, სულაც არ მიესალმებიან ამ ადგილისთვის შეუფერებელ უწესრიგო სქესობრივ კავშირებს. Fast Married ინსტიტუტს (მუხლი 15) მოქალაქეთა სექსუალური ცხოვრების მოწესრიგების დანიშნულება აქვს, ამგვარად ზნეობის პოლიცია და მისი უსაფრთხოების სამსახური "ტაიფუნი" სამართალდარღვევის ფაქტზე გამოჭერის შემთხვევაში, უყოყმანოდ კინწისკვრით გისვრით რესპუბლიკიდან", - წერს ია ფარულავა.

იხილეთ ასევე: საპატრიარქოს სპეციალური განცხადება "კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით

ლევან ვასაძე: "კაზანტიპის" ჩატარება მიხეილ სააკაშვილის ოცნება იყო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს