"პოლიტიკური შურისძიების ამბავში" თინა ხიდაშელს 41 კითხვის დასმა სურს

"პოლიტიკური შურისძიების  ამბავში" თინა ხიდაშელს 41 კითხვის დასმა სურს

მას შემდეგ რაც  პროკურატურამ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. თავად მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ბრალდებას ბრალდებებით  პასუხობენ და ფაქტს პოლიტიკურ შურისძიებას უწოდებენ."

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ფეისბუქში ეხმაურება უმრავლესობის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი.

"ისე "პოლიტიკური შურისძიების" ამბავში 41 კითხვა ხომ არ დამესვა, უფრო "შურისძიებულად" გამოჩნდებოდა?

და კიდევ, ლოგიკაში ვინც მაგრები ხართ, აბა დაალაგეთ როგორ იქნება სწორი - ე.ი. 2007 ში მიშამ ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა რომ პუტინმა ბიძინას დაავალა და სინამდვილეში ბიძინამ მიშას აცემინა ხალხი, ლამის მოაკვლევინა კობა, დაარბევინა იმედი, აცემინა ჟურნალისტები, მიალეწ-მოალეწინა ტელევიზია,- 2014-ში გამომადგებაო.

მოკლედ რაღაც ასეთი მოხდა მგონი.

არ ვიცი კონკრეტულად რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას, ვინ აძლევს ჩვენებას და რას ამბობენ, მაგრამ სანამ "რუსი ოლიგარქის", "პუტინის დავალების", "ნაც.მოძრაობის გეშინიათ" და მსგავი ამბების კივილს დაიწყებთ, მარტივ კითხვებზე უნდა გასცეთ პასუხი.

1. 7 ნოემბერს ხალხი საოცარი სისასტიკით ცემეთ თუ არა?

2. დილის 7 საათზე ნაგვის მანქანებით და მეეზოვის ფორმიანი კუნთმაგარი ბიჭებით დაარბიეთ თუ არა მოშიმშილეები?

3. დარბევისას რეზინის ტყვიები გამოიყენეთ თუ არა?

4. ღამე ტელევიზიაში შევარდით თუ არა?

5. 8 ნოემბერს ბათუმში დაარბიეთ თუ არა ახალგაზრდები, ისე რომ საგანგებო მდგომარეობა არ გქონდათ გამოცხადებული?

6. დარბევაში მონაწილეობდნენ თუ არა მაგალითად სად-ის თანამშრომლები, ჯინსიან/ბოტასიანი ზონდერები (ბადრის რა, შეძახილებით) ჯარისკაცები?

7. გაანადგურეთ თუ არა კერძო საკუთრება, ტელეკომანია "იმედი" აპარატურის სახით?

8. ფიზიკურად გაუსწორდით თუ არა ჟურნალისტებს?

9. 7 ნოემბერს გააქრეთ და სასიკვდილოდ გაიმეტეთ თუ არა პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი?

10. დილის 7 საათზე პირველი, მენაგვეებით დარბევისას უკანონდ დააკავეთ თუ არა გოგა ხაინდრავა და ზურა მარაქველიძე?

11. აფთიაქებსა და მაღაზიებში დასდევდით თუ არა მომიტინგეებს?

12. რიყეზე დარბევის დროს გქონდათ თუ არა მცდელობა მომიტინგეების ალყაში მოქცევის?

13. რიყეზე დარბევის დროს გამოიყენეთ თუ არა იარაღი რომელიც დღესაც არ ვიცით რა იყო, რომლის გამოც რამდენიმე ადამიანმა ფეხის მძიმე ტრამვა მიიღო?

14. ამას ყველაფრს პირდაპირ ეთერში რომ უყურებდით ვინმეს აზრად მაინც თუ გაუჩნდა რომ გაეჩერებინა ეს სისასტიკე?

15. ტელეანძიდან უკანონოდ გათიშეთ თუ არა ტელემაუწყებლობები, მათ შორის კავკასიის?

და თუ ამ ყველა და კიდევ ძალიან ბევრ მსგავს კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ ვიღაცამ გასცა ეს ბრძანება ალბათ?

და თუ ეს ვიღაც არ იყო მიშა, იქნებ კიდევ ერთხელ, სანამ "ბიძინა, ბიძინას" ყვირილს დაიწყებთ ჯერ ის მოგვიყვეთ ვინ, რა ვითარებაში და როდის დაგეგმა, და გასცა ბრძანება ასეულობით ათასი საკუთარი მოქალაქის მიმართ განხორციელებული სისასტიკის!

ან მეორე: ამბობენ სახელმწიფო შევქმენითო, მაგრამ სინამდვილეში მაგარი "ბესპრეძელი" იყო, (ბოდიში ჟარგონისთვის პუტუნმა მასწავლა), და ჯარი, სპეცნაზი, ციხე და ყველა, თავისით გამოვიდა ერთი ამათ ჭკუა უნდა ვასწავლოთო. მერე მიშას ხელმოწერები გააყალბეს, როცა ამ ხალხს აჯილდოვებდა შემდგომ დღეებში." - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს