ლევან ღვინჯილია: "ქალბატონო ჟურნალისტო! "გვამი" უსულოა და მისი "გამოყვანა" არ შეიძლება"

ლევან ღვინჯილია: "ქალბატონო ჟურნალისტო! "გვამი" უსულოა და მისი "გამოყვანა" არ შეიძლება"

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართველ ჟურნალისტებს და დეპუტატს მეტყველების დროს დაშვებული შეცდომების გამო აკრიტიკებს.

პარლამენტარ( ჟურნალისტს), პარლამენტარ (მაჟორიტარს, ბატონი ”ზ”-ს ) და ტელეწამყვან დიანა ჯოჯუას ქართული ენის გაკვეთილი ლევან ღვინჯილიამ ექსპრომტად სოციალურ ქსელში ჩაუტარა.

" 1.პარლამენტარი( ჟურნალისტი): "პრინციპულად აყენებდნენ ჩემი კოლეგები ომში დაღუპული ბიჭების გვამების შემთხვევის ადგილიდან გამოყვანის საკითხს".

2.პარლამენტარი (მაჟორიტარი): "პროკურატურაში დაიბარეს ყოფილი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი"...

3.ტელეწამყვანი დიანა ჯოჯუა: "საღამო მშვიდობის"!

მცირე კომენტარები:

1. ქალბატონო ჟურნალისტო! "გვამი" უსულოა და მისი "გამოყვანა" არ შეიძლება. ასეთი ელემენტარული რამ კი უნდა გცოდნოდათ აქამდეც.

2. ბატონო ზ!... "ყოფილი ექსპრეზიდენტი" ნიშნავს იმას, რომ საუბრობთ მოქმედ პრეზიდენტზე, რომელიც ადრეც ყოფილა ამ პოსტზე არჩეული.... ანუ: თქვენ ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილს უწინასწარმეტყველეთ კვლავ პრეზიდენტად დაბრუნებას. დავიჯერო, კოალიციის წევრი ამაზე "ოცნებობს", თუ უმეცრებით მოუვიდა?(ექს=ყოფილს!!!).

3. დიანა, ძვირფასო! კარგა ხანია, რაც თქვენ ჯიუტად იპარავთ ყოველ საღამოს ა-ხმოვანს!!! მისალმების სწორი ფორმულაა - "საღამო მშვიდობისა" და ის "ა" ხმოვანი, რომელსაც თქვენ ასე ვერ იტანთ, ისევე აუცილებელია, როგორც ანალოგიურ ფორმულაში - "ძილი ნებისა". თქვენ აქაც, ალბათ, ბოლო ა-ს მოიპარავდით და იტყოდით: "ძილი ნების". არ ვარგა ასეთი გაჯიუტება: თქვენ ენის მომხმარებელი ხართ და არა "კანონმდებელი", ამიტომ ვალდებული ხართ, ნორმა დაიცვათ!!!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს