"ტოპ მენეჯერები არ უნდა იყვნენ დაბოღმილი, არასრულფასოვანი, გოიმი გრუზინები"

"ტოპ მენეჯერები არ უნდა იყვნენ დაბოღმილი, არასრულფასოვანი, გოიმი გრუზინები"

"ილიაუნის" ლექტორი გიორგი თუმანიშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ტოპ მენეჯერი.

"ისა და... სააკაშვილი არ მიმაჩნია ადამიანად, რომელთანაც ვიმეგობრებდი, პირადი ღირებულებითი ცდომილების გამო, მარა...

რაც ხდება ბრალდების წაყენებასთან მიმართებაში (არგუმენტაციას ვგულისხმობ) ეპიკურია!

ისე, რომ აანალიზებ საქართველოს უახლოეს პოლიტიკურ ვითარებას თავისი პერიპეტიებით, რწმუნდები, რომ რამდენიმე რამ არის აუცილებელი ქვეყნის წარმატებული შენებისათვის:

ტოპ მენეჯერები არ უნდა იყვნენ "უშერბნი'' ტიპები, რომლებიც პირადი კომლექსებისგან "განთავისუფლების'' იარაღად იყენებენ პირობით, დროებით ძალაუფლებას;

ტოპ მენეჯერები არ უნდა იყვნენ იდიოტები;

ტოპ მენეჯერები არ უნდა იყვნენ დაბოღმილი, არასრულფასოვანი, გოიმი გრუზინები;

ტოპ მენეჯერებს არ უნდა ეშინოდეთ გვერდში რომ ყავდეთ საღი, ლაღი და სწრაფი გონების მქონე ადამიანები;

ტოპ მენეჯერებმა უნდა იცოდნენ სულ მცირე ის დარგი, რომელშიც აპირებენ მენეჯმენტის განხორციელებას + ამ დარგის ისტორია + ქვეყნის ისტორია + მათემატიკა (მიუხედავად დარგისა, რომელსაც ხელმძღვანელობენ) + ქართული და რომელიმე უცხო ენა + ქვეყნის უახლესი ეკონომიკურ პოლიტიკური ვითარების ადეკვატური ანალიზის უნარი უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ გუნდს განეკუთვნებიან;

უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი (ინდივიდუალობა), მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ გუნდში არიან;

არ უნდა იყვნენ ყ***ები! (შეიძლება ნამეტანი გრუზინული პასაჟია, მარა, ნუ ასეა რა...)

და კიდევ... ხელისუფლებაში ყოფნა არ უნდა ნიშნავდეს განსხვავებულის ან/და წარმატებულის, რაღაც პარამეტრით შენზე უკეთესის სასწრაფო წესით ჩაგვრის განხორციელებას...

და კიდევ...

მეტი სინათლე, გულებში და გონებაში", - წერს თუმანიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად ბრალი უკვე წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. ყოფილ პრეზიდენტს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს