"საფლავში მაინც დაასვენეთ ის კაცი" - ცოტნე გამსახურდიას მწვავე პასუხი მათ, ვინც სააკაშვილსა და ზვიად გამსახურდიას შორის განსხვავებას ვერ ხვდება

"საფლავში მაინც დაასვენეთ ის კაცი" - ცოტნე გამსახურდიას მწვავე პასუხი მათ, ვინც სააკაშვილსა და ზვიად გამსახურდიას შორის განსხვავებას ვერ ხვდება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და მის იმ მხარდამჭერებს პასუხობს, რომლებიც პირველი პრეზიდენტისა და სააკაშვილის დევნას შორის პარალელებს ავლებენ.

"ეს უკვე სასაცილოც აღარ არის...

მიხეილ სააკაშვილისათვის დაუსწრებლად ბრალის წაყენების შემდეგ მედიასივრცეში აქა-იქ ვხვდები მისი მხარდამჭერების განცხადებებს - თქვენ უკვე დევნეთ და მოკალითო ერთი პრეზიდენტი... რა თქმა უნდა, აქ ალუზია კეთდება ზვიად გამსახურდიას, თანამდეროვე ქართული სახელმწიფოს პირველი მეთაურის და ფაქტიური ფუძემდებლის ტრაგიკულ ბედზე. მათ, ვინც ჯერაც ვერ, ან არ ხვდება განსხვავებას ზვიად გამსახურდიას და მიხეილ სააკაშვილს შორის, მინდა მივმართო და იმ ეპოქის რამოდენიმე პრინციპული მომენტი გავახსენო:

ზვიად გამსახურდიას არ გაუსხვისებია და არ დაუკანონებია აგრესორისათვის საქართველოს ტერიტორია. პირიქით, მან 1991 წელს დაბა ყაზბეგში მიაღწია რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის, ელცინის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებას; სერიოზული დიპლომატიური მცდელობის და დათმობის ფასად შეაჩერა და გაანელა სეპარატისტული ტენდენციები აფხაზეთში - ვლადისლავ არძინბას იმჟამინდელ თბილისთან ალბათ ყველა რეგიონის მეთაურზე თბილი ურთიერთობა ჰქონდა. ეს ყველაფერი ხორციელდებოდა უაღრესად შეზღუდული საგარეოპოლიტიკური, ფინანსურ-ეკონომიური, სოციალური რესურსების ფონზე, როდესაც ფაქტობრივად ქვეყანაში არ არსებობდა დამოუკიდებელი ეკონომიკა, ძალოვანი ბლოკი, აქტიური იყო მეხუთე კოლონა, დესტრუქციული ძალები...

ზვიად გამსახურდიას არ შეუქმნია მაფიოზურ-კლანური მმართველობა, შეზრდილი ხელისუფლებასთან, არ დაუნერგავს ნომენკლატურული კაპიტალიზმი და არ მოუხვეჭია პირადი ქონება არც თავად და არც მისი ხელისუფლების წევრებისათვის მიუცია ამის გაკეთების საშუალება ქვეყნის დოვლათის ხარჯზე (რაც, ალბათ მისი დამარცხების ერთერთი მიზეზიც გახდა: სამწუხაროდ, ქართველები საკუთარი მერკანტილური ინტერესების ერთგული უფრო იყვნენ, ვიდრე სახელწიფოებრივი იდეალებისა). არ აუშენებია მილიარდიანი რეზიდენცია და სასახლეები ქვეყანაში გამეფებული სიღარიბის ფონზე და, ასე გასინჯეთ, ხელისუფლების წევრთათვის პრემიებიც კი არ დაურიგებია - ჭეშმარიტად საოცარი მოვლენა საქართველოში!

ზვიად გამსახურდიამ არ გაავსო ქართული ციხეები უდანაშაულოდ დასჯილი ადამიანებით და არ დანერგა მოქალაქეთა მძევლად აყვანის პრაქტიკა, როცა მთელი რეპრესიული სისტემა სასამართლოსთან ერთად ოჯახებიანად ანადგურებდა ადამიანებსა და მათ ჯანმრთელობას.

დასასრულ, აქვე გაგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას "თაყვანისმცემელმა" სააკაშვილმა მაღალი თანამდებობები უბოძა 90-იანების არაერთ ჯალათს და ოდიოზურ ფიგურას: რად ღირს თუნდაც გიგა ბოკერიას, ძმები რურუების და გიორგი ბარამიძის გახსენება. მან ფორმალურად, ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიება, რომელსაც არავითარი ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია ამ წლების მანძილზე და მცირე ხნის უკან, ე. შევარდნაძის გარდაცვალების ფაქტზე განაცხადა: მე შეგნებულად ავარიდეო შევარდნაძეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისათვის. (იგულისხმე მშვიდობიან მიტინგებზე ადამიანების დახვრეტა, სამეგრელოს არაერთხელ დარბევა, ზვიად გამსახურდიას მკვლელობა, არაერთი ადამიანის გაძარცვა, წამება, გაუპატიურება, უკანონო პატიმრობა, ფიზიკურად განადგურება)

ასე რომ, დიდი თხოვნა და მოთხოვნაა: საფლავში მაინც დაასვენეთ ის კაცი და ახლა მაინც შეეშვით მისი სახელით სპეკულაციას!", - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად ბრალი უკვე წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. ყოფილ პრეზიდენტს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს