მოდულში სამარტოო საკანში სულ შიშველი დამტოვეთ და 10 კამერა მიღებდა - ლალი მოროშკინას სკანდალური განცხადება

მოდულში სამარტოო საკანში სულ შიშველი დამტოვეთ და 10 კამერა მიღებდა - ლალი მოროშკინას სკანდალური განცხადება

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. სავარაუდოდ, მოროშკინას განცხადების მიზეზი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემის შემდეგ მისი მხარდამჭერების კომენტარები გახდა.

"არ ვაპირებდი, მაგრამ მაიძულეთ!!!!

ხომ კარგად გახსოვთ ის დღე, 11დეკემნბერი "ნანუკას შოუში" მოწყობილი პროვოკაციის მერე როგორ დამიჭირეთ???

მერე მოდულში, სამარტოო საკანში გამომამწყვდიეთ...

მე შიმშილობა გამოვაცხადე, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ირინა ენუქიძეს გზას გამაყოლებდით!!!

10 კამერა მიღებდა!!!!!

რამოდენიმე ხანი სულ შიშველი დამტოვეთ!!!!

მერე 20 წუთში ერთხელ კარს მიღებდით და მეკითხებოდით - გეშინიაო????

მერე მითხარით - შენს უმცროს შვილს 40 აქვს სიცხე და ვერ დაგარეკინებთო!!!

მერე მითხარით - მემგონი, უფროსი ავარიაში მოხვდა და იქაც ვერ დაგარეკინებთო...

მერე მითხარით - ახალი წელი მოდის და ნაძვის ხეს ვინ მოგირთავსო?

მერე მითხარით - შენ და მიშა ერთად სწავლობდით და ჩვენ მხარეს გადმოდი და ცხოვრებას აგიწყობთო....

მერე მითხარით - აქ დიდხანს დარჩებიო....

ახლა გაიხსენეთ მე რა გითხარით:

თავს ვიპარსავ, ნაც. ბანდის მოკლული ბიჭების სახელების ტატუს ვიკეთებ თავზე, და თქვენი დედების უპირობო მოკითხვაზე გადავალ-თქო... მერე მთელი ციხეები ამყვება და რეზულტატით "დაგატკბობთ"-თქო!!!

გახსოვთ ფარჩაკებო???????

თუ არადა ჩანაწერები ამოიღეთ და დატკბით!!!", - წერს მოროშკინა.

იხილეთ ასევე: სამართალდამცველებმა ლალი მოროშკინა დააკავეს

ლალი მოროშკინა სააკაშვილს მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს