რატომ ჩაკეტა პრემიერ-მინისტრის დაცვამ ჟურნალისტები სათათბირო ოთახში

რატომ ჩაკეტა პრემიერ-მინისტრის დაცვამ ჟურნალისტები სათათბირო ოთახში

პრემიერ-მინისტრის დაცვამ ჟურნალისტები სასტუმრო "რედისონის" სათათბირო ოთახში ჩაკეტა. კულტურის სამინისტროს ღონისძიების დასრულების შემდეგ, რომელსაც პრემიერ-მინისტრიც დაესწრო, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს კარები ჩაუკეტეს და დარბაზიდან გასვლის საშუალება არ მისცეს. ამ დროს პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, სტუმრებთან ერთად სათათბირო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლეს არაოფიციალურ ნაწილზე დასასწრებად. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე სააგენტო IPN-ის ჟურნალისტი ლექსო ნაბახტეველი წერს.

"ეს ახალი სტანდარტია თუ რა არის? დღევანდელ ღონისძიებაზე "რედისონში", სადაც კულტურული მემკვიდრეობის სფეროს პროექტები წარმოადგინეს, დამთავრების შემდეგ ჟურნალისტები დარბაზში ჩაგვკეტეს! ღარიბაშვილის და კულტურის მინისტრის დარბაზიდან გასვლის შემდეგ კარები დახურეს და გამოგვამწყვდიეს. კიდევ კაი დასაძინებელი არ გაგვიკეთეს და ზოოპარკში არ გადაგვიყვანეს!!!", - წერს ჟურნალისტი.

როგორც ნაბახტეველი აცხადებს, ტყვეობა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა, სანამ არაოფიციალური ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილმა არ დატოვა.

"ამ ფაქტმა ჟურნალისტები აღგვაშფოთა. რამდენჯერმე დავინტერესდით, თუ რატომ აგვიკრძალეს ოთახიდან გასვლა, თუმცა პასუხი არავინ გაგვცა. შემდეგ იმავე დარბაზში მყოფ გარემოს დაცვის მინისტრს, ელგუჯა ხოკრიშვილს შევეკითხეთ თუ რა ხდებოდა, რაზეც ღიმილნარევი პასუხი მივიღეთ - "ეტყობა რამე დააშავეთო".

როგორც ჩანს, ქართული სამთავრობო უწყებები, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ახალ სტანდარტს ამკვიდრებენ, რომელიც ჟურნალისტების გამომწყვდევას გულისხმობს. კარგია, რომ არ დაგვაძინეს და სადმე გალიაში არ გაგვეღვიძა", - აღნიშნა ნაბახტეველმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს