"ეს იყო პატარა კაცის საქციელი" - მეტრეველმა და ჩერგოლეიშვილმა სააკაშვილისა და აბაშიძის "ცოდვებზე" ცხარედ იკამათეს

"ეს იყო პატარა კაცის საქციელი" - მეტრეველმა და ჩერგოლეიშვილმა სააკაშვილისა და აბაშიძის "ცოდვებზე" ცხარედ იკამათეს

ტელე-რადიოწამყვანი მერაბ მეტრეველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან შევარდნაძის შესახებ გააკეთა. პოსტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. მეტრეველის პოსტზე კომენტარები დატოვეს ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა და საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა. ხოლო ტელეწამყვან თამარა ჩერგოლეიშვილის რეპლიკა მეტრეველსა და ჩერგოლეიშვილს შორის ცხარე კამათში გადაიზარდა.

"მიშა რომ იძახის, მე შევარდნაძეს ხელი არ ვახლეო, საინტერესოა, რატომ არ იხსენებს, როგორ მოექცა ასლან აბაშიძის ოჯახს? ბათუმელი ვარ და ეჭვი მეპარება ვინმეს ასლანი ისე ეჯავრებოდეს, როგორც მე. მის დამხობას სააკაშვილს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ვუთვლი, მაგრამ ის, რაც მან ასლანის გაქცევის შემდეგ გააკეთა, როდესაც არა მარტო მასზე, არა მხოლოდ გიორგი აბაშიძეზე, არამედ მისი ქალიშვილის წინააღმდეგაც აღძრა საქმე, რომ საქართველოში მისი ოჯახის ვერცერთი წევრი ჩამოსილიყო და შვილებს წლების განმავლობაში დედის საფლავზე გასვლის საშუალებას არ აძლევდა, იყო პატარა კაცის საქციელი", - დაწერა მეტრეველმა.

ალექსანდრე ელისაშვილი: მერაბ - უგულავა მაშინ იყო უშიშროების მინისტრის მოადგილე და სოსო გოგიტიძის კაბინეტიდან ფეხსაცმელები მოიპარა. 100 წყვილი ჰქონდა იმას კაბინეტში და ამან გაზიდა. კიდევ რამდენი რამე მოიპარეს ახალაიამ, სანოძემ და მაგათმა ბათუმიდან. გეცოდინება შენ ეს ამბები.

ანი ნადარეიშვილი ელისაშვილს: რა ჭორიკანაც იყავი აქუსთან, ის ჭორიკანა დარჩი, თანამდებობებმაც კი ვერ გიშველა. ახალაიაზე ჭორაობას მოეშვი მეთქი, გაგაფრთხილე ადრეც! ანაზრზენი ჭორიკანა ხარ ალეკო

წამებიდან და კაციჭამიობიდან ფეხსაცმლის ქურდობაზე გადავიდნენ :)))))) საცოდავებიიი

შემთხვევით ასლანა არძინბას ხომ არ აფინანსებდა 1992-93 წლებში??? აბა კარგად გაიხსენეთ მერაბ!

ელისაშვილო რომ დააბრეხვე რაღაც და გაიქეცი, იქნებ გვესროლო ერთი-ორი სიტყვა!

თამარა ჩერგოლეიშვილი: გეომეტრიული პროგრესით იზრდება შენს კედელზე ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული სტატუსების რაოდენობა.

მერაბ მეტრეველი: სექტანტმა მიშისტებმა დროა მიშას ხატი დააწერინოტ!

თამარა ჩერგოლეიშვილი: მე მგონი ყველა კომენტარი უნდა წაშალო და მხოლოდ ეს დატოვო.

მერაბ მეტრეველი: თამარ, კითხვაზე მიპასუხე! დიანა აბასიძის წინაარმდგე სამქის აღძვრაზე. შენი აზრი მაინტერესებს!

თამარა ჩერგოლეიშვილი: არა მერაბ - მე ზედმეტად ვთვლი დისკუსიაში შევიდე პერსონასთან, რომელიც ასლან აბაშიძის მიმართ ბრალის წარდგენასა და მიშა სააკაშვილის მიმართ ბრალის წარდგენას შორის ავლებს პარალელს.

მერაბ მეტრეველი: თამარა ჩერგოლეიშვილი: თამარ უკვე შენც გიჭირს სტატუისდან აზრის გამოტანა. მე ასლანსა და მიშას ბრალს შორის კი არ ვავლებ პარლალეს, მიშას საქციელს განვიხილავ, რომელმაც თქვა, რომ ასე თავად არ იქცეოდა და ვახსნებ, რომ არა მხოლოდ ასლანას წინაარმდეგ აღძრა საქმე, არამედ მისი ქალიშვილის წინააღმდეგ, მხოლოდ იმიტომ რომ საქართვლეოში ვერ ჩამოსულიყო. თორემ ასლანა რაც იყო, ვერ მასწვალით ვერვაინ.

თამარა ჩერგოლეიშვილი: მერაბ, მე არა, შენ გიჭირს შენივე დაწერილი სტატუსებიდან აზრის გამოტანა.

მიშა მის მიმართ წარდგენილი ბრალის შესახებ ამბობს - მე ასე არ ვიქცეოდი.

შენ ამბობ - როგორ არ იქცეოდა, ასლან აბაშიძეს და მის შვილებს ბრალი წარუდგინა.

თან ისე ამბობ, რომ ვერც კი ხვდები პარალელს სად ავლებ.

მერაბ მეტრეველი: ჰოდა, მარტივად მიანტერესებს, დიანა აბაშიძის დაკავება დ ამერე მის წინაარმდეგ საქმის აღძვრა, მისი მხრიდან როგორი საქცილეი იყო

მაგრამ მიშისტებს ისე გაქვთ გონება დაბნელებეული მის ცუდ საქციელს ვერასდროს ხედვათ ამიტომ წავედი დავიძინო! აზრი არ აქვს სექტანტებთან კამათს. ეს იგივეა იეღოვას მოწმეებს უმტკიცო, რომ ვერ გაფრინდებიან.

თამარა ჩერგოლეიშვილი: მერაბ, მოდი მარტივად აგიხსნი - ასლანი დემოკრატიული გზით არ წასულა, სამოქალაქო ომი დაიწყო, სისხლი დაღვარა, წააგო და გაასხა ქვეყნიდან, ისე გაასხა, რომ არავის დაუჭერია არც ეგ და არც მაგისი "ოტპრისკები".

ამ პარალელით შენს შესახებ ყველაფერი ნათქვამია. მანანა კობახიძეს გაუჭირდებოდა მსგავსი სიბრიყვის თქმა.

იეღოვას მოწმეებს რა ნამუსით დასცინი - მსგავსი სიბრიყვე მათგან არასოდეს მომისმენია.

სიშტერე თუ შეიძლება გულისამრევი ყოფილიყო - არ მეგონა.

მერაბ მეტრეველი: თამარ, მართლა გიჭირს უკვე დაწერილის გაგება. მე ასლანზე ვსაუბრობ? ვსაუბრობ მის ოჯახზე და კონკრეტულად მის ქალიშვილზე!

მერაბ მეტრეველი: გულისამრევი კი ბელადომანიაა, თამარ!

თამარა ჩერგოლეიშვილი: არა შენ საუბრობ "არა მხოლოდ ასლანზე, არამედ გიორგი აბაშიძესა და მის ქალიშვილზე" - კარგია რომ ფირფიტას ატრიალებ, ე. ი. მიხვდი, რომ იდიოტობა თქვი და უკან დახევის გზებს ეძებ. ე. ი. რაღაც ისევ ბჟუტავს. სული შეუბერე.

მერაბ მეტრეველი: თამარ, ფირფიტას კი არ ვატრილაებ ვცდილობ დაგიღეჭო, რადგან ვერ ხვდები!

თამარა ჩერგოლეიშვილი: არ "დამიღეჭო" ისედაც გასაგებია სად ბანაობ. წავედი, ჩაი დავისხა. OMG

მერაბ მეტრეველი მე სად ვბანაობ? შენგან კონკრეტულ კითხავზე პასუხი ვერ მივიღე. თავს არიდებ კითხავზე პასუხის გაცემას და კიდევ მე სად ვბანაობ?

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს