პრეზიდენტის ქალიშვილი სავაჭრო ცენტრში რეპერ მეგობარს ეფერება (+2 ფოტო)

პრეზიდენტის ქალიშვილი სავაჭრო ცენტრში რეპერ მეგობარს ეფერება (+2 ფოტო)

როგორც წესი, ამა თუ იმ პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვა ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი მედიასაშუალების ყურადღების ცენტრშია. ფოტოგრაფები და ოპერატორები მაქსიმალურად იხარჯებიან, რომ პირველი პირების ოჯახის წევრების ცხოვრების ამსახველი რაიმე კადრები დააფიქსირონ, მაგრამ საქართველოში ამგვარი ძალისხმევა მედიას არ სჭირდება, რადგან საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი თავადვე, მისივე ნებითა და სურვილით აქვეყნებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო თუ ფოტომასალას, მათ შორის ისეთსაც, რომესაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვება ხოლმე (იხ. ვიდეო).

მისი ქმედებების გამო ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ ანა, არამედ მისი მეგობარი ბიჭებიც ექცევიან ხოლმე, შემდეგ კი სოციალურ ქსელებში ბევრს მსჯელობენ იმის თაობაზე, ისინი მართლა მისი მეგობრები არიან, თუ შეყვარებული...

ერთ-ერთი მათგანი, ვინც პრეზიდენტის ქალიშვილთან ხშირად ჩნდება, რეპერი TL-ია, რომელიც ამბობს, რომ ანასთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აქვს, თუმცა მათი ფოტოები ყოველ ჯერზე ახალ მითქმა-მოთქმას იწვევს...

ასევე იხილეთ | "ანა ჩემი უმცროსი მეგობარია" - რას ამბობს TL სკანდალური იმიჯის მქონე პრეზიდენტის ქალიშვილზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს