"ამ ხალხს პურის ფული რომ არ აქვს, იქნებ ჯერ მაგაზე ეფიქრათ" - ნინი ბადურაშვილი წამლების ურეცეპტოდ გაყიდვის აკრძალვას აპროტესტებს

"ამ ხალხს პურის ფული რომ არ აქვს, იქნებ ჯერ მაგაზე ეფიქრათ" - ნინი ბადურაშვილი წამლების ურეცეპტოდ გაყიდვის აკრძალვას აპროტესტებს

მომღერალი ნინი ბადურაშვილი "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" განხორციელებულ ცვლილებებს სოციალურ ქსელში აპროტესტებს.

"დილას ცუდად გავხდი და დამჭირდა ნოშპა. რომ არ მქონოდა აფთიაქში ურეცეპტოდ არ მომცემდნენ? რა კანონებს იღებენ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში?!

ექიმთან უნდა წავიდე იმითვის, რომ უბრალო წამალი ვიყიდო? და ექიმის ვიზიტი მინიმუმ 30 ლარი რომ ღირს ამ ხალხს პურის ფული რომ არა აქვს, იქნებ ჯერ მაგაზე ეფიქრათ და მერე მიეღოთ კანონები.

ფსიქოტროპულზე თუ არ ვცდები დააწესეს და სწორიც არის, მაგრამ 5000 მედიკამენტს რომ ურეცეპტოდ არ მოგცემენ უბრალო ციტრამონს ან ნოშპას, ეგ ძალიან არასწორია.

მოკლედ ისღა დაგვრჩენია, მეგობრებო, დავჯდეთ და ვიოცნებოთ წამლებზე", - წერს ბადურაშვილი.

როგორც ცნობილია, 1 სექტემბრიდან ძალაში შედის "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები, მათ შორის, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა.

იხილეთ ასევე: წამლები, რომლებიც ახალი რეგულაციით რეცეპტის გარეშე არ გაიყიდება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს