"ორგანოებით ვაჭრობა, სანდრას უნდა დავურეკო"... - გოგა ხაჩიძე სარკასტული ჟესტი და "სააკაშვილის ჯიბეში აღმოჩენილი დოკუმენტი"

"ორგანოებით ვაჭრობა, სანდრას უნდა დავურეკო"... - გოგა ხაჩიძე სარკასტული ჟესტი და "სააკაშვილის ჯიბეში აღმოჩენილი დოკუმენტი"

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ბიუჯეტის კუთვნილი თანხები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა, მათ შორის - შეიძინა რამდენიმე პიჯაკი, ქაშმირის სპორტული პალტო და სხვა ნივთები. დღეს მთავრობის კანცელარიაში სააკაშვილის ბიბლიოთეკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სწორედ ეს პიჯაკები მიიტანა. ამ დროისათვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი ტანსაცემლი, კერძოდ, რამდენიმე პიჯაკი პატრულის განკარგულებაში გადავიდა. პიჯაკები და პალტო პატრულის განკარგულებაში მანამდე დარჩება, ვიდრე არ გაირკვევა, თუ ვის უნდა გადაეცეს ისინი.

მომხდარმა სოციალურ ქსელებში ირონია გამოიწვია. ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ბოტოქსის "დაპატიმრებისკენ" მიანიშნებს და წერს:

Facebook/ მერაბ მეტრეველი:

"როგორც ვხვდები, მანდ დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, ინგამ მურტალოს ფული რომ მიაყარა და, იმან თუ მაგარი ხარ ვარდები დამიბრუნეო... ვარდები დაჭკნა, ბოტოქსი გაიწოვა...", - წერს მეტრეველი.

მეტი ცინიზმით აფასებს მოვლენას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ხაჩიძე, რომელმაც "სააკაშვილის პიჯაკში აღმოჩენილი დოკუმენტი" "გაასაჯაროვა".

დეპუტატის იუმორისტულ-სარკასტულმა პოსტმა Facebook-ზე ბევრი მოწონება დაიმსახურა.

Facebook/ გოგა ხაჩიძე:

"BREAKING NEWS!

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკის ჯიბეში აღმოჩენილია ექსპრეზიდენტის მიერ ნაწარმოები აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ფრაგმენტი!

აღნიშნული დოკუმენტი, ნათელს ჰფენს ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულებრივ სქემებს და საშუალებას აძლევს მთავარ პროკურატურას ახალი ბრალდებები წაუყენოს მიხეილ სააკაშვილს!

როგორც კანცელარიაში განაცხადეს: ჯერ ყველაფერი წინაა, რადგან ამ წუთებში, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ამჯერად უკვე შარვლის ჯიბეების ჩხრეკას აგრძელებს", - ხუმრობს ხაჩიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს