"ამ სასაცილო ახალ რეალობაში მარგველა ერთადერთი ნორმალური ტიპია!" - ნინა წკრიალაშვილი

"ამ სასაცილო ახალ რეალობაში მარგველა ერთადერთი ნორმალური ტიპია!" - ნინა წკრიალაშვილი

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიმართ სიმპათიას ვერ მალავს.

"ძაან მომწონს ჩვენი პრეზიდენტი!", - დაწერა ნინამ, რასაც მისი მეგობრების მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა დაწერა, რომ არ არსებობს კარგი პრეზიდენტი და თავიდან მიშაც კარგი ჩანდა, თუმცა ბოლოს მხოლოდ ლაქლაქი შეგვრჩა.

მეგობრის ამ კომენტარზე ნინამ უპასუხა:

"მარგველას მიშას როგორ ადარებ? უბრალოდ ამ სასაცილო ახალ რეალობაში მარგველა ერთადერთი ნორმალური ტიპია!"

ნინას პასუხი აღნიშნულ მეგობართან მცირე დიალოგში გადაიზრდა:

"საქართველოში სასაცილო რეალობაა ბოლო 25 წელია არავის არ ვადარებ, არ შემიდარებია საერთოდ. ქვეყანა მიშას დროსაც ტყუილზე იყო აგებული და ახლაც ასეა".

ნინა: "აუფ, რა მოგატყუეს? თვალებით მაინც ვერ ხედავ. )))) დღევანდელ დღეზე გეთანხმები. არაპროფესიონალიზმსა და ტყუილზეა აგებული. მართალი ხარ".

"არა ჩვენ 20 წელია გვატყუებენ. მანამდე მანამდე კომუნისტები გვილაყებდნენ ტვინს. კაი რა, ნინ".

ნინა: "მე ვერავინ გამილაყებს ტვინს, თუ ლაყე ტვინი არ მაქვს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს