"ვისაც გვართობს, გაგვატარეთ" - მაკა ცინცაძე წყლის გადასხმის აქციის კრიტიკოსებმა შეაწუხეს

"ვისაც გვართობს, გაგვატარეთ" - მაკა ცინცაძე წყლის გადასხმის აქციის კრიტიკოსებმა შეაწუხეს

ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე "წყლის გადასხმის აქციის" კრიტიკოსებმა შეაწუხეს.

"ძალიან მომწონს, ყინულის გამოწვევა ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებულთა დასახმარებლად მიმდინარე აქცია გამოწვევებსაც ვიღებ, წყლის გადასხმას, სრული თანხის გადარიცხვას და რამდენიმეს დასახელებასაც ვაპირებ, გეყოთ ერთმანეთის ლანძღვა - კრიტიკა. გაიღიმეთ (თუ გეღიმებათ), მეტი სილაღე დამანახეთ, თუ არა და ვისაც გვართობს, გაგვატარეთ :)) მენტორულ-დიდაქტიკური ტონი კი თქვენთვის დაიტოვეთ პ.ს. რაც შეეხება თანხას, ვაპირებ გადავურიცხო ფონდს, რომლის ბენეფიციარიც, ონკო-პაციენტები (ბავშვები) არიან და რომელთა სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაც სექტემბრიდან იგეგმება", - წერს ტელეწამყვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ice bucket challenge-ის სახელით ცნობილი აქციის პრინციპი ასეთია: ადამიანმა ყინულით სავსე წყალი უნდა გადაისხას თავზე და შემდეგ დაასახელოს სამი ადამიანი, რომელთაც გამოწვევას გაუგზავნის. დასახელებულმა პირებმა 24 საათის განმავლობაში უნდა გაიმეორონ ანალოგიური ქმედება და ფონდში 10 დოლარი გადარიცხონ. თუ ყინულიანი წყლის გადასხმაზე უარს განაცხადებენ, მაშინ 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ აქციაში მილიონობით ადამიანი, მათ შორის მრავალი ცნობილი პიროვნება მონაწილეობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს