ინგა გრიგოლიამ "კაზანტიპი" დაიწუნა - მე რაც მასალა ვნახე - რაღაც "ნე ტო"...

ინგა გრიგოლიამ "კაზანტიპი" დაიწუნა - მე რაც მასალა ვნახე - რაღაც "ნე ტო"...

ცხელი ზაფხულის ყველაზე "ცხელ" თემად ქცეულ "კაზანტიპზე" ყოველდღიურად სოციალურ ქსელებში ასობით სტატუსი იწერება. მათ შორის, ვისაც ფესტივალმა იმედები არ გაუმართლა, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლიაც აღმოჩნდა. მისი საჯარო წერილის ადრესატი გიორგი სიგუაა, რომელსაც Facebook-ზე სწერს:

"მე მაპატიე. შენ იცი, როგორ გგულშემატკივრობდით ამ პროექტზე და როგორ მინდოდა მაგარი გამოსულიყო, მაგრამ რაღაც მგონი არ გამოვიდა. მიზეზები ზუსტად ვიცი და ტეტ ა ტეტე გეტყვი, აქ არ დავწერ, მაგრამ მე რაც მასალა ვნახე - რაღაც "ნე ტო", - წერს ტელეწამყვანი.

შეგახსენებთ, რომ "კაზანტიპის რესპუბლიკაში" უკვე დასრულდა "ახალმოსახლეობა". მომდევნო დღეებში, 26-30 აგვისტოს სტუმრებს "ბუშტების დღე" (რესპუბლიკის მოსახლეობა, ყველა სათითაოდ ბუშტზე აწერს თავის სურვილს და მზის ჩასვლისას ჰაერში უშვებს), 24-29 აგვისტოს - "ნანო ფილმების ფესტივალი", ხოლო 30 აგვისტოს – "ფინალური აპოფეოზი" ელის.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს