"პრეზიდენტი მიდის კაზანტიპზე!"

"პრეზიდენტი მიდის კაზანტიპზე!"

კაზანტიპის ფესტივალის დაანონსების დღიდან დღემდე, აქტიურად განიხილავენ მის  მორალურ და არაეთიკურ მხარეებს. უფრო მეტიც, ფესტივალის განხილვის თემამ პოლიტიკურ ეშელონებში გადაინაცვლა. ეკონომიკის ექსპერტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ  ქვეყნის პრეზიდენტი ცდილობს "განასახიეროს თანამედროვეობა" და შესაძლოა, ის კაზანტიპზე წავიდეს.

"პრეზიდენტი მიდის კაზანტიპზე!

ყველა "მონოლითური" ხელისუფლება ავტორიტარულში გადაგვარდება და როგორც წესი, მერე ამხობენ.

კარგია, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის მთლად ერთსულოვანი.

ეული, მაგრამ პოსტის წონიდან გამომდინარე, მაინც მნიშვნელოვანი ფიგურა-პრეზიდენტი ცდილობს განასახიეროს თანამედროვეობა, მთავრობა-უმრავლესობა კი წარმოჩინდა როგორც რეტრო.

ბოლო პერიოდში პრეზიდენტმა რამდენიმე თამამი ნაბიჯი გადადგა. გადადგამს თუ არა კიდევ ერთს-მოინახულებს თუ არა კაზანტიპს. არა მგონია გამბედაობა ეყოს. ამ წელიწადს!" - წერს გოცირიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს