"რა საქაჯეთია" - თინა ხიდაშელი პრეზიდენტის ქალიშვილს იცავს

"რა საქაჯეთია" - თინა ხიდაშელი პრეზიდენტის ქალიშვილს იცავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრეზიდენტის ქალიშვილს, ანა მარგველაშვილს იცავს. ამ დღეებში ერთ-ერთმა სააგენტომ ანას პლაჟზე გადაღებული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც პრეზიდენტის ქალიშვილმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე განათავსა. თინა ხიდაშელის უკმაყოფილება სააგენტოს სათაურმა გამოიწვია - "პრეზიდენტ მარგველაშვილის ქალიშვილის ნახევრადშიშველი ფოტოები".

"სანდრო უსუფაშვილი, გიგა უსუფაშვილი (ავტ. დეპუტატის შვილები)

აი, ამიტომ წაგიყვანეთ ასე შორს, ამ ქაჯებს რომ დავსხლეტოდით :)))

ღმერთო ჩემო, რა საქაჯეთია; პალტოებით ზღვაზე და საერთოდ ამ გოგოს თავი რომ დაანებოს ყველამ, არა?! :)))

სულ მუდამ უხერხულ მდგომარეობაში ვარდებით, სულ არ ვიცნობ, მაგრამ მშვენიერი, ნათელი ახალგაზრდაა და რაც უკვე გაიბანძეთ თავი მგონი საკმარისია. თქვენგან ეს ამბავი არ ახალია, ძველია მაგრამ პატივი ეცით ადამიანის პირად ცხოვრებას, მით უფრო როცა სათქმელი არაფერი გაქვთ", - მიმართავს სააგენტოს თინა ხიდაშელი.

იხილეთ: პრეზიდენტის ქალიშვილი ზღვის სანაპიროზე... (+4 ფოტო)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს