"ვადაგასული პოლიტიკოსები ნუ ეცდებით ჩემს ხარჯზე ქულების წერას" - სტეფანე მღებრიშვილი მწვავე პოსტი (+ვიდეო)

"ვადაგასული პოლიტიკოსები ნუ ეცდებით ჩემს ხარჯზე ქულების წერას" - სტეფანე მღებრიშვილი მწვავე პოსტი (+ვიდეო)

20 აგვისტოს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში "კაზანტიპთან" დაკავშირებით საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ცხარე დისკუსია გაიმართა. გადაცემაში მიწვეულნი იყვნენ მამა ალექსანდრე გალდავა, ჯგუფ "შინის" სოლისტი ზაზა მიმინოშვილი, მომღერალი ზაზა მამალაძე, მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი და ჟურნალისტი ნათია კობერიძე. ეთერში სტეფანე მღებრიშვილმა და მამა ალექსანდრემ იკამათეს. გადაცემის შემდეგ მომღერალი საზოგადოებამ გააკრიტიკა. როგორც თავად სოციალურ ქსელში წერს, უცნობი ადამიანები შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიან.

"ბევრი ვიფიქრე დამეიგნორებინა გიჟების არმია, რომლებიც ყოველდღე მემუქრებიან და ათას სიბინძურეს მწერენ, თუ მეპასუხა. ბევრი აზრი მომდის თავში და საიდან დავიწყო არ ვიცი. ამ სიბინძურეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ატეხეს, ჩართვას არ ვაპირებ. ერთს ვიტყვი, რომ სასულიერო პირთან პოლემიკაში შესვლა ყველანაირი ეტიკეტის დაცვით, არ ნიშნავს ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ აზრის გამოხატვას. სასულიერო პირები, ისევე როგოც ჩვენ ადამიანები არიან და მათთან დიალოგი ან თუნდაც კამათი, სავსებით ნორმალურია.

მე არც არვიზე ცუდი არაფერი არ მითქვამს და გადახლეჩილი კრაკადილშიკები თუ ვადაგასული პოლიტიკოსები ნუ ეცდებით ჩემს ხარჯზე საზოგადოებაში ქულების წერას. მით უმეტეს თუ ეს ცილისწამებაა.

ის მოსაზრება, რომ პატრიარქს შევეხე, არის აბსოლუტური ტყუილი და ადამიანების შეცდომაში შეყვანა. გთხოვთ, თუ რელიგიით სპეკულირებთ, ნუ შეიყვანთ ხალხს შეცდომაში. ეს უფრო დიდი ცოდვაა....

ვიღაცეები ისეთ რაღაცეებს მწერენ, ან უნდა მოკლა, ან დააიგნორო... ვერ გავიგე ჯერ რომელი უნდა ქნა...

რელიგიურ ადამიანებს სიძულვილის უფლება არ გაქვთ. ყველას უნდა პატიებდეთ. ყველა უნდა გიყვარდეთ!", - წერს სტეფანე.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს