"ცოტა თავმდაბლობა იქონიე" - თინა ხიდაშელმა დეკანოზისგან საყვედური მიიღო

"ცოტა თავმდაბლობა იქონიე" - თინა ხიდაშელმა დეკანოზისგან საყვედური მიიღო

"ნუ მარგარეტობ, თინათინ!!!!!!! ცოტა თავმდაბლობა იქონიე, მხოლოდ შენი შვილები არაა მომავალი საქართველო" , - ასე დეკანოზმა ლუკა მიქაბერიძემ თინა ხიდაშელს იმ პოსტის გამო უპასუხა, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილს, ანა მარგველაშვილს ესარჩლება.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ანა მარგველაშვილმა საკუთარი "ინსტაგრამის" არხზე საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც სხვადასხვა ინტერნეტგამოცემამ გაავრცელა, თინა ხიდაშელმა მედიას შემდეგი ტექსტით მიმართა:

"სანდრო უსუფაშვილი, გიგა უსუფაშვილი, აი, ამიტომ წაგიყვანეთ ასე შორს, ამ ქაჯებს რომ დავსხლეტოდით :)))

ღმერთო ჩემო, რა საქაჯეთია; პალტოებით ზღვაზე და საერთოდ ამ გოგოს თავი რომ დაანებოს ყველამ, არა?! :)))

სულ მუდამ უხერხულ მდგომარეობაში ვარდებით, სულ არ ვიცნობ, მაგრამ მშვენიერი, ნათელი ახალგაზრდაა და რაც უკვე გაიბანძეთ თავი მგონი საკმარისია. თქვენგან ეს ამბავი არ ახალია, ძველია მაგრამ პატივი ეცით ადამიანის პირად ცხოვრებას, მით უფრო როცა სათქმელი არაფერი გაქვთ", - წერს თინა ხიდაშელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს