"ფიცის დადებაზე არ მოხვიდეო, არავაჟკაცურია ეტყობა" - ალასანიას ჯარისკაცი ვაჟი და ნათია ფანჯიკიძის მოწოდება ქართველ ბიჭებს

"ფიცის დადებაზე არ მოხვიდეო, არავაჟკაცურია ეტყობა" - ალასანიას ჯარისკაცი ვაჟი და ნათია ფანჯიკიძის მოწოდება ქართველ ბიჭებს

თავდაცვის მინისტრის ვაჟი ნიკოლოზ ალასანია ჯარისკაცი გახდა. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ირაკლი ალასანიას მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემ დაწერა.

"ყოჩაღი ჯარისკაცი ნიკო. ჯარში წაიყვანეს დედას გუფთა, გუშინ.

დარდი არ გქონდეს სამშობლოვ, ეს ბიჭიც დაგიცავს ეს ერთი წელი, კაცი პაციფისტი და კაცი ოქრო.

კარანტინში კონტაქტი არ შეიძლება სამი კვირა, ტანსაცმელი და ტელეფონით გადაღებული ფოტო რომ მომცეს გუშინ, ძალიან ავჩუყდი, სულაც არ მქონდა ძლიერი ქართველი დედის რეაქცია. თან ირაკლი აფრიკაშია, ("გამასწარ ხუთკუნჭულა ხიდსა?"), ვერც ვერავის გავუზიარე განცდა უცებ.. მაგრამ გონებით როცა ვფიქრობ, ჰო - კაცს თავისი "კვადრატის", ანუ ქვეყნის, როგორც საკუთრების დაცვაში თავისი წვლილის შეტანა ალბათ უნდა იზიდავდეს. თავის დაძვრენა ავადმყოფობის ცნობით, როცა ეს რეალობა არაა, უნდა ეუხერხულებოდეს. ზოგადად ასეა. იმედია თბილისელი ბიჭები უფრო აქტიურები გახდებიან, როგორც ადრე იყვნენ, "დაბრაკულთა" უდიდესი წილი თბილისზე მოდის...

საჭმელები კარგიაო, შემომითვალა, არადა არ მიკითხავს )))))))))))) დედასიანია პრიორიტეტები ერთი გვაქვს ცხოვრებაში, ფიცის დადებაზე არ მოხვიდეო, არავაჟკაცურია ეტყობა დედის დასწრება, თუ რა არის ვერ გავიგე. იმედია შეიცვლის აზრს, ყველას დედა იქნება და მე რა დავაშავე?", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ნათიას პოსტს აქტიური გამოხმაურება მოყვა.

ინგა გრიგოლია: კარგი....კარგი კი არა, მაგარი....უმაგრესი, უუუუუუძალიანმაგრესი ბიჭი.

ლალი მოროშკინა: გეიზარდნენ ბალღები.

ეკა შანიძე: რიგითი ალასანია! ალბათ უახლოესებს თუ უნახავთ უფროსი ალასანიას სახეზე ის განსაკუთრებულად ამაყი გამომეტყველება, რაც მე იმ დღეს სრულიად შემთხვევით ვნახე, როცა ნიკა მამას სამსახურში ესტუმრა და სამხედრო სამსახურში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება შეატყობინა. ზუსტად ვიცი რას ნიშნავს თითოეული ჯარისკაცისთვის ამ ძალიან კარგი ქართველი ბიჭის ნაბიჯი. მშვიდობიან სამსახურს გისურვებ ნიკა შენ და ყველა სამხედროს!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს