"რაღაც გეშლებათ, ქალბატონო მინისტრო" - სალომე ზურაბიშვილი თეა წულუკიანს

"რაღაც გეშლებათ, ქალბატონო მინისტრო" - სალომე ზურაბიშვილი თეა წულუკიანს

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან საქართველოში მცხოვრებ უცხოელებთან დაკავშირებით გააკეთა.

"უგუნურობა თუ მავნებლობა?

"ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წარსულში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა. მათ გამარტივებული გზით შეეძლებათ საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება მოიპოვონ." ნათქვამია წულუკიანის განცხადებაში!!!!

რაღაც გეშლებათ ქალბატონო მინისტრო: იმ ქართველებს (ძირითადად უცხოეთში მყოფ და იქიდან ოჯახის და ქვეყნის დამხმარეებს) საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება კი არ სჭირდებათ - გადმოგდებული ვით ლუკმა პური - არამედ აღიარება იმისი რომ არიან სრულყოფილი მოქალაქეები, სრულუფლებიანი და არა მეორე კატეგორისა და რომ მათ ელოდებიან და თვლიან თავიანთ ქვეყანაში როგორც ამ ქვეყნის აღშენებლობის აუცილებელი შემადგენელი. და არა უცხოელებად თავიანთვე ქვეყანაში, "საცხოვრებლად" შემოსვლის ნებადართულნი !!!!!

ჩემის აზრით სრულიად ეს გადაწყვეტილება არა კომპეტენტური, მოუფიქრებელი და შეურაცხყოფელია ყველა იმ ქართველისთვის ვინც დაკარგა მოქალაქეობა არა "სხვადასხვა"მიზეზის გამო - როგორც არის ნათქვამი - არამედ იმიტომ რომ ჯერ არ გამართულა ის კანონი რომელიც ორმაგ მოქალაქეობის შემთხევევაში ქართულ მოქალაქეობის მინიჭებისთვის აღარ მოითხოვდა ჯერ გამოსვლას მოქალაქეობიდან როგორც მინიჭების წინაპირობა, არამედ ამ პროცესს ავტომატურს გახდიდა....

იმის მაგივრად რომ ვფიქრობდეთ ჩვენ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებზე და იმაზე თუ როგორ მათ დავუბრუნოთ წართმეული მოქალაქეობა, მოქალაქედ ყოფნის განცდა და სურვილი შევუნარჩუნოთ დაბრუნებისა, ვფიქრობთ ... არ ვიცი რაზე.

ნამდვილად არც სახელმწიფოზე, არც მის გაძლიერებაზე. მეტსაც ვიტყვი ეს არის შინაარსით ანტი ქართული კანონი... არ ვიცი ამდენი თუ აქვს ხელისუფლებას გააზრებული თუ მხოლოდ არ უფიქრიათ და მხოლოდ ვიზიტების განაწილებით არიან გართულნი!

მაინტერესებს ამ შემთხვევაში დიასპორის სამინისტროს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.... პრეზიდენტის შეხედულება, რომელიც უნდა თვლიდეს თავს უცხოეთში მცხოვრებ ქართველების უფლებების დამცვლელად, და საერთოდ პრემიერს თუ აქვს ეს საკითხი გააზრებული????

ასევე იმედი მაქვს რომ ამ გადაწყვეტილების საპროტესტოდ ქართული საზოგადოება იმავე ენთუზიაზმით შეხვდება ამ გამოწვევას როგორც წყლის გადავლებას....", - წერს ზურაბიშვილი.

ის უცხოელი, ვინც 6 წლის განმავლობაში კანონიერად იცხოვრებს საქართველოში ბინადრობის მოწმობის საფუძველზე, შეეძლება მუდმივი ცხოვრების უფლება მიიღოს , - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამარტივებული წესით მიენიჭებათ მუდმივი ცხოვრების უფლება ასევე ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წარსულში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა. მათ გამარტივებული გზით შეეძლებათ საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება მოიპოვონ.

წულუკიანის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და ამას ითხოვს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ევროკავშირთან, პირველი სექტემბრიდან, საქართველოს საზღვრებზე არ გაიცემა ვიზები. "ამიტომ უცხოელებმა წინასწარ უნდა აიღონ შესაბამისი კატეგორიის ვიზა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს