ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკი სამი პინგვინით გამდიდრდა

ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკი სამი პინგვინით გამდიდრდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკი კიდევ სამი პინგვინით გამდიდრდა. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"ერთი, არაფერში გამოსადეგი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ.

(ხანდახან ეგრეც ხდება ხოლმე)

წყაროს 100%-ით ვენდობი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვისაც მეთქვა.

ერთი მოკვდომია ცოტა ხნის წინ და სამი ჩამოუყვანია ახლახანს.

ამჯერად ზვიგენი არა, პინგვინი.

იცოდეთ მაინც, სტატისტიკის მოყვარულებმა.

ზვიგენიც მართლა ჰყავს და ესეც ნამდვილი ამბავია, მაგრამ რა...

თან თვითონაც იცოდეს, რომ არც ეგეთი დაცულია მისი ზოოპარკის შიდა ამბები", - წერს ხაჩიძე.

იხილეთ ასევე: ივანიშვილის ბიზნესცენტრში ზვიგენები დაბინავდნენ (ექსკლუზივი)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს