როგორი იქნებოდა "კაზანტიპი", "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს რომ ჩატარებულიყო

როგორი იქნებოდა "კაზანტიპი", "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს რომ ჩატარებულიყო

მიუხედავად იმისა, რომ "კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტმა, ნიკიტა მარშუნოკმა არ დამალა საკუთარი იმედგაცრუება ანაკლიაში გამართული ფესტივალის შედეგების მიმართ და აღნიშნა, რომ მიმდინარე "კაზანტიპის" ღონისძიებაზე ძალიან ცოტა ხალხია და გაწეული დანახარჯის ამოღება შეუძლებელი იქნება, ცნობილი გახდა, რომ მარშუნოკი მომავალ წელსაც საქართველოში გეგმავს "კაზანტიპის" ჩატარებას.

როგორი იქნებოდა "კაზანტიპი 2014" იმ შემთხვევაში, თუ ის არა "ქართული ოცნების", არამედ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩატარდებოდა, არავინ იცის, თუმცა თემაზე საკუთარ იუმორისტულ მოსაზრებას "ტაბულა ART"-ის რედაქტორი ლექსო მაჭავარიანი Facebook-ზე აზიარებს, რამაც ინტერნეტმომხმარებლების მოწონება დაიმსახურა.

Facebook/ ლექსო მაჭავარიანი:

"კაზანტიპი რომ ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩატარებულიყო:

• ანაკლიაში აშენდებოდა აეროპორტი, 100 ახალი სასტუმრო, 20 საავადმყოფო, 10 პოლიციის შენობა და 7 იუსტიციის სახლი;

• საპატრიარქო დუმილის სანაცვლოდ ბიუჯეტიდან მიიღებდა დამატებით 20 მილიონს;

• ასავალ-დასავალი გაივსებოდა შიშველ გოგონებთან ჩახუტებული მიშას ფოტოებით;

• ლაინაფში აუცილებლად იქნებოდა სოფო ნიჟარაძე", - წერს მაჭავარიანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს