"ქართული მხარე რუსულ მილიციას სოლიდარობას უცხადებს" - ეკა ხერხეულიძე სანაპიროზე ახალგაზრდების დაკავების შესახებ

"ქართული მხარე რუსულ მილიციას სოლიდარობას უცხადებს" - ეკა ხერხეულიძე სანაპიროზე ახალგაზრდების დაკავების შესახებ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში სანაპიროზე ახალგზარდების დაკავების ფაქტს ეხმაურება.

"ეკა ხერხეულიძე

უკრაინაში ომია!

პრეზიდენტი სააკაშვილი რიგით ჯარისკაცად იცავს უკრაინის მომავალს. ეს ის სააკაშვილია, რუსეთ-საქართველოს ომში ჩირგვებში ჩამხტარი ქართველები სიმამაცეს რომ უწუნებდით. არ ვიცი პაატა სააკაძესავით წარგზავნილი ბ-ნი სერგეენკო რამდენ ხანს დაჰყოფს ბრძოლის ველზე, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ბედის ირონიამ მწარედ დაგცინათ ლაჩრებს!...

სრულიად სამარცხვინო ხელისუფლების პირობებში, სანაპიროს მოაჯირის უკრაინული დროშის ფერებში შეღებვისთვის დააპატიმრეს 5 ახალგაზრდა იმ მოსაზრებით, რომ ქალაქის იერსახეს ამახინჯებდნენ.

ეს იერსახე კი მოაჯირზე ამოტვიფრული ნამგალი და ურო გახლავთ.

ამ ფაქტის ანალოგია 2 კვირის წინ მოსკოველი მილიციონერების მხრიდან დაფიქსირდა.

როგორც ჩანს, ქართული მხარე უკრაინისთვის მხოლოდ სამხედრო დახმარებაზე კი არ ამბობს უარს, არამედ რუსულ მილიციას უცხადებს სოლიდარობას

პუტინ ხუილო", - წერს ხერხეულიძე.

გუშინ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი) და 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) 5 პირი დააკავეს.

როგორც "ამბები.გე"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ახალგაზრდების ჯგუფი გალაკტიონის ხიდზე ღებავდა ხიდის მოაჯირს, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებაა და კანონით აკრძალულია. სამართალდამცველებმა ახალგაზრდებს მოუწოდეს, შეეწყვიტათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხუთივე პირი დააკავეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მოსკოვში კოტელნიკის სანაპიროზე, ე.წ. სტალინის მრავალსართულიანი სახლის სახურავზე აღმართული ვარსკვლავი უკრაინის დროშის ფერებში გადაღებეს. იქვე გამოფინეს უკრაინის დროშაც.

ვარსკვლავი 176 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სახლი მოსკოვში ელიტარული საცხოვრებელი სახლების კატეგორიას განეკუთვნება და მას პერსონალური დაცვა იცავს. უცნობია, თუ როგორ შეაღწიეს მასში იმ პირებმა, რომლებმაც ვარსკვლავი გადაღებეს.

რუსმა სამართალდამცავებმა მომხდარ ფაქტს ვანდალიზმის კვალიფიკაცია მისცეს. მათ რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ეს ქალაქი შესტია, რომელიც ლუგანსკიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. ახალგაზრდები ხიდს უკრაინის დროშის ფერებში ღებავენ. მათ სურთ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვონ ლუგანსკი და დევნილებმა შინ დაბრუნება შეძლონ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს