"როგორ შეიძლება ეს ჩმო, ხუილოს მონა, მოცახცახე შიშგროვა, მთავრობის ვიცეპრემიერი იყოს?" - "ნაციონალები" კალაძეზე

"როგორ შეიძლება ეს ჩმო, ხუილოს მონა, მოცახცახე შიშგროვა, მთავრობის ვიცეპრემიერი იყოს?" - "ნაციონალები" კალაძეზე

საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე უკრაინაში რუსული შეიარაღებული ძალების შეჭრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს დიდი ქვეყნების პოლიტიკაში, რადგან "გალახულები ისევ გამოვდივართ ჩვენ".

კალაძის განცხადება სოციალურ ქსელში შეაფასეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, გივი თარგამაძემ და დავით საყვარელიძემ.

გივი თარგამაძე:

"როგორ შეიძლება ეს ჩმო, ხუილოს მონა, მოცახცახე შიშგროვა, სულით პუწინის მოსამსახურე საქართველოს მთავრობის ვიცეპრემიერი იყოს? არც მილანმა, არც ცივილიზავიასთან ხანგრძლივმა კონტაქტმა, არც უკრაინის მხრიდან გულში ჩახუტებამ უშველა - ორ წამში დაემონა რვა ქურდს, ზვი-ძინსა და ხუილოს!".

დავით საყვარელიძე:

"უკრაინამ რომ გაზარდა და წარმატებულ ფეხბურთელად აქცია, მაშინაც ასე ფიქრობდა ნეტა?!".

საქართველოს ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, "საქართველო არანაირი სამხედრო ტექნიკით ბრძოლაში ჩართვას არ აპირებს".

"ჩვენი მეგობარი ევროპელი ქვეყნები ცდილობენ, რომ რაღაცნაირად რუსეთთან არ წავიდნენ ღია დაპირისპირებაზე. თუნდაც ბოლო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე უკრაინას ევრაზიულ კავშირშიც შეუძლია გაწევრიანება. ამიტომ, ჩვენ, მთავრობა, საქართველო არ უნდა ვიქნეთ გამოყენებული კონკრეტული დიდი ქვეყნების რაღაც პოლიტიკაში, რადგან ამ ვითარებიდან ისევ გალახულები გამოვდივართ ჩვენ", - განაცხადა კალაძემ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს