"დიდი მავნებლობაა" და "კიდევ ერთი ტყუილი" - კახა ბენდუქიძე სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე

 "დიდი მავნებლობაა" და "კიდევ ერთი ტყუილი" - კახა ბენდუქიძე სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე

ბიზნესმენი და ყოფილი მთავრობის წევრი, კახა ბენდუქიძე საქართველოში სავიზო რეჟიმის გამკაცრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ბენდუქიძე  მკაცრად აკრიტიკებს ამ ცვლილებას და მას მავნებლურს უწოდებს.

მან რამდენიმე პუნქტით ჩამოაყალიბა ახალი კანონის ხარვეზები.

• ყველა ქვეყანა, რომელიც სიიდან ამოიღეს, არის საქართველოზე ბევრად მდიდარი და იქიდან არალეგალური მუშახელის შემოსვლის საფრთხე არ არსებობს. მაგალითად, ჩილეს მოქალაქეს სამჯერ მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს.

• სიაში არასოდეს არ ყოფილა (და ამიტომ ვერ ამოიღებდნენ) ინდოეთი და ჩინეთი

• უფრო დიდი მავნებლობაა საზღვარზე ვიზის გაცემის გაუქმება

• კიდევ უფრო დიდი მავნებლობაა საქართველოში ყოფნის ვადის შეზღუდვა - ეს ეხება ყველას - ევროპელებს, ამერიკელებს, იქაური პასპორტის მქონე ჩვენს თანამემამულეებს

• და კიდევ ერთი ტყუილი - ამ "რეფორმას" არავითარი კავშირი არა აქვს ევროპულ მოთხოვნებთან" - წერს ბენდუქიძე.

შეგახსენებთ, საქართველო ხვალიდან სავიზო რეჟიმს ამკაცრებს. 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს