ქართველი ცნობილები დაჩი დარჩიას მკვლელობის შესახებ

ქართველი ცნობილები დაჩი დარჩიას მკვლელობის შესახებ

ორი დღის წინ თბილისში დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია მოკლეს. ტრაგიკულ ფაქტს სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან.

ნინი ბადურაშვილი, მომღერალი:

"როდემდე უნდა იარონ ჩვენს ქუჩებში მანიაკებმა? ახლა რომ ვაანალიზებ, ძალიან მეშინია, ანუ კლუბებში რომ ვართ და ვერთობით, გარშემო ალბათ რამდენი პოტენციური მკვლელია, რომელსაც შეიძლება რაღაც არ მოეწონოს შენში და უცებ არაფრის გამო ჩვეულებრივად და აუღელვებლად მოგკლას! კონტროლის დაკარგვა მუსიკის არ ჩართვის გამო ნორმალურია და ადამიანის მოკვლა ამ მიზეზის გამო?! სწორედაც რომ, მანიაკები დადიან და მათი ადგილი ჩვენს გვერდით არ უნდა იყოს!"

ირინა ონაშვილი, მოდელი:

"ეგეც მანიაკობაა ახლანდელი მდგომარეობა კიდევ მიშას ბრალი რომ ჰგონია ადამიანს:))))"

ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი:

"გუშინ სანამ მე არ მივათრიე პატრული ლანძღვით, თითი არ გაანძრიეს, 20 კაცი ხოცავდა ერთმანეთს. რა მიშა, ბრძანება არ გვაქ დაჭერის, ბრძანებაო. თვითონ ამბობდნენ თანამშრომლები!!

ნიკა ქავთარაძე, იუმორისტი, ტელეწამყვანი:

"კრიმინალი, ძარცვა, ძალადობა ხდება ყველგან სამყაროში. უბრალოდ კარგ ქვეყნებში საზოგადოებას აქვს სწორი რეაქცია ამ საშინელებაზე. ჩვენ უნდა შევიცვალოთ ხედვა, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ შვილებს მეტი, ჩვენ უნდა ღიად დავგმოთ ყველა ტიპის ძალადობა - მკვლელებმა/კრიმინალებმა/მოძალადეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი მთავარი დასჯა ციხე კი არაა, არამედ საზოგადოებრივი აზრი!"

ქრისტინე იმედაძე, მომღერალი:

დაჩი <3

ანრი ჯოხაძე, მომღერალი:

ქვეყანაში, სადაც დაჩი დარჩიას მოკლავენ, იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს !!!

კახი მამულაშვილი (მამულიჩა), პროდუსერი:

საცოდავი ბიჭი, სულ ჩუმად იყო თავისთვის, არავის არ აწუხებდა!

ეკა კვალიაშვილი, მომღერალი:

აუ, დაჩიიი... რა ხდება, ხალხო, გადავგვარდით საერთოდ!!

იხილეთ ასევე: ეკა ბესელიას პირველი კომენტარი დაჩი დარჩიას მკვლელობასთან დაკავშირებით (ექსკლუზივი)

"მერამდენე ადამიანი უნდა იმსხვერპლოს ბესელიას ამნისტიამ?" - დაჩი დარჩიას მკვლელობაში ეკა ბესელიას ვაჟის ძმაკაცს ადანაშაულებენ

დაჩი დარჩიას მკვლელობის ახალი დეტალები - რას ყვებიან თვითმხილველები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს