"გილოცავ ნანა! სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას სახელმწიფო" - სააკაშვილის ემოციური პოსტი

"გილოცავ ნანა! სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას სახელმწიფო" - სააკაშვილის ემოციური პოსტი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ მისალოც პოსტს აქვეყნებს.

"რამდენიმე წლის წინ ტელევიზორში ვნახე სიუჟეტი გოგონაზე, რომელიც უსინათლო ახალგაზრდებს ინგლისურსა და კომპიუტერს ასწავლიდა, თუმცა მხედველობა მასაც არ ჰქონდა… ძალიან დამამახსოვრდა მისი თავდაჯერებული საუბარი, მომღიმარი სახე და ოპტიმიზმი. მაშინვე ვთხოვე ჩვენს თანამშრომლებს გვეპოვა ეს დადებითი მუხტით გასხივოსნებული ახალგაზრდა და ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ მას მხედველობა დაბრუნებოდა.

დღეს, ნანას დაბადების დღეა, ოპერაციების შედეგად მას მხედველობა აღუდგა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სხვებს განათლება მისცეს და მათ სრულყოფილად ცხოვრების საშუალება ჰქონდეთ.

სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას სახელმწიფო და მე მჯერა, რომ ნანასნაირი ახალგაზრდა ჩვენს საქართველოში კიდევ ძალიან ბევრია, ადამიანები, რომლებიც მათი ნათელი მომავლისათვის ყოველთვის, ყველა გარემოების მიუხედავად იბრძვიან.

გილოცავ ნანა!", - წერს სააკაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს