"ლაშა მახარაძის მკვლელს დემონსტრატიულად ხელს არ კიდებს პოლიცია" - ნათია ფანჯიკიძე გუშინდელ მკვლელობაზე კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს

"ლაშა მახარაძის მკვლელს დემონსტრატიულად ხელს არ კიდებს პოლიცია" - ნათია ფანჯიკიძე გუშინდელ მკვლელობაზე კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს

ბოლო განახლება | ნათია ფანჯიკიძე მახარაძის მკვლელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს განმარტავს

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გუშინ მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება. როგორც ნათია ფანჯიკიძე წერს, მას დაურეკეს და აცნობეს, რომ გარდაცვლილის მეგობრები პოლიციის მიმართ უნდობლობას გამოხატავენ.

"გუშინ მოკლული ლაშა მახარაძის მკვლელს დემონსტრატიულად ხელს არ კიდებს პოლიცია, რამაც ამ ბიჭის მეგობრებში გამოწვია ხმები, მკვლელის მხლებელი ჭიკაიძის ნათესავიაო (ეს მათი ვარაუდია უსამართლობის გამო).. სამაგიეროდ, ამ საცოდავი ბიჭის ძმაკაცებს, როგორც მათმა მეგობარმა გოგომ მითხრა, "იპარავენ" პანაშვიდიდან, ვითომ დაკითხვის მიზნით და უკვე მესამე წაიყვანეს და აღარ უშვებენო, ასევე ამბობენ, ცემენო. რა ხდება? ამგვარი გაუგებრობა არავის არ შერჩება და კარგი იქნება, თუ მითქმა-მოთქმის საფუძველი არ იარსებებს. მე არ ვარ ჭორების გამავრცელებელი და არც ისე უბრალოდ პანიკის მთესველი.

ადამიანს, რომელმაც ამ წამს ტირილით დამირეკა, ვენდობი და ის კატეგორიაა, რომელსაც ცხოვრებაში ტყუილი არ უთქვამს". - წერს ფანჯიკიძე.

ლაშა მახარაძის მკვლელობა | ყველა მნიშნველოვანი დეტალი თეგზე #ლაშა მახარაძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს