"კბილებით გამოგღადრავთ ყელს თითოეულ თქვენგანს" - ნიკა გვარამია

"კბილებით გამოგღადრავთ ყელს თითოეულ თქვენგანს" - ნიკა გვარამია

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბოლო დროს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"უსაშველოდ გაზრდილი კრიმინალის მოტივებზე: საქართველოს მთავრობავ, ჩემი ცოლი ვინმემ რომ დასეროს და 4 წლის შვილი დააუთოვოს (რაც ახლახანს მომხდარა ვანში), კბილებით გამოგღადრავთ ყელს თითოეულ თქვენგანს, იმის მიუხედავად, პირდაპირი კავშირი გაქვთ კრიმინალის კონტროლთან, თუ არა. ერთერთს რომ გიპოვნიან ყელგამოღადრულს, იქნება დანარჩენებმა ყურები გამოიფხიკონ, სხვანაირად საშველი არ ჩანს, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა ჩვენს ქუჩებში", - დაწერა გვარამიამ.

გვარამის პოსტს დავით კოდუას ცემის ფაქტზე გასამართლებული ნოშიკო ნამორაძის მეუღლე, ნინო სუთიძე გამოეხმაურა:

"ნუ, თუ გავითვალისწინებთ შენს ვაჟკაცობას, გვჯერა, შენი ყელგამოღადრულები ქუჩაში ყრია. რა სასაცილო ხალხია, მაინც ნათესავებს გადახედე, ბიძაშვილმა დაადო უთო ბავშვს. მაგრად ცუდად ხართ".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს