"ასეთი რამის მთქმელს *** აქვს!!!" - ბესო ზანგური გია ცინაძის სკანდალურ განცხადებაზე

"ასეთი რამის მთქმელს *** აქვს!!!" - ბესო ზანგური გია ცინაძის სკანდალურ განცხადებაზე

ცოტა ხნის წინ, მსახიობმა გია ცინაძემ (რომელსაც მაყურებელი ტელესერიალში შესრულებული გმირის სახელით - "მყუდრო" უფრო იცნობს) ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა: სანამ ისეთი მთავრობა არ მოვა, რომელიც ილია მეორეს დაიჭერს... ...მანამდე არაფერი გვეშველება". გია ცინაძის ამ განცახდებაზე კომენტარი რუსთაველის თეატრის მსახიობმა ბესო ზანგურმა გააკეთა:

- მე ეგეთ მსახიობს არ ვიცნობ, მაგრამ ეს უნიჭო კაცის გამოხტომაა და სხვა არაფერი. დაწერეთ, რომ ასეთი რამის მთქმელს *** აქვს!!! რომ შევხვდე, ამას პირშიც ვეტყვი და შეიძლება მხოლოდ თქმითაც არ დავკმაყოფილდე.

- ანუ ხალხის გარკვეულ ჯგუფზე მისი ეს სიტყვები გავლენას მოახდენდა?

- ვერ გეტყვით, ალბათ მოახდენდა კიდეც, მაგრამ ხალხის უმეტესობაში გაღიზიანებას გამოიწვევდა. იცით როგორაა, არიან ადამიანები-მაზოხისტები, ვისაც სიამოვნებთ, ერი რომ დედას აგინებს და ამ შემთხვევაში სწორედ ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე. ეგ ადამიანი მართლა რომ ასე ფიქრობდეს, ამ განცხადებას არ გააკეთებდა, უნდა, რომ ხალხისგან განსხვავებულ ტიპად წარმოჩინდეს და ეგაა, სხვა არაფერი.

წაიკითხეთ მეტი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს