ამბავი ქართული ცრუ ვაჟკაცობისა - ნათია ფანჯიკიძე ახალგაზრდა ბიჭებზე

ამბავი ქართული ცრუ ვაჟკაცობისა - ნათია ფანჯიკიძე ახალგაზრდა ბიჭებზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერილს აქვეყნებს. ნათია ფანჯიკიძე 20-30 წლის ბიჭებს პოლიციის მიმართ პრეტენზიების გამოხატვისა და "არავაჟკაცური" ქცევების გამო აკრიტიკებს.

"ახლა კი ამბავი ქართული ცრუ ვაჟკაცობისა. ბევრი ამ ასაკის ბიჭი მყავს მეგობრებში (20-30 წლის) , რომლებმაც მინდა წაიკითხონ ეს და თუ ამ თაობამ ამ სიყალბის, ამ სიჩლუნგის გააზრება ვერ მოახერხა, ჩათვალეთ, რომ ეს კიდევ ერთი თაობის დიდი უძლურება და გონებრივი შეფერხებაა...

უახლოეს ძმაკაცებს, რომლებსაც ხელში ჩააკვდათ მეგობარი, ან ხელში ვისაც არ ჩააკვდა თუნდაც, რა მნიშვნელობა აქვს, პირველი წამიდან იციან ვინ არის მკვლელი და პოლიციას უმალავენ. თურმე თქმა არ შეიძლება.. რატომ? - "არავაჟკაცურია".. ოღონდ პოლიციის მიმართ პრეტენზია აქვთ, ჩვენი თქმა რად უნდათო, ისედაც იციანო, ყველამ იცისო..

ეს ერთგულებაა? მეგობრობაა? აუცილებლად საჯარო თერაპიის სერიოზული სქემაა შესადგენი, ოღონდ საქართველოში არსებული კვალიფიციური ფსიქოთერაპევტების რესურსი არ ეყოფა ამას",- წერს ნათია ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს