11 წელი ერთად - პრემიერ-მინისტრი ქორწინების 11 წლის იუბილეს აღნიშნავს

11 წელი ერთად - პრემიერ-მინისტრი ქორწინების 11 წლის იუბილეს აღნიშნავს

ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქის გვერდზე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, წარწერით: "11 წელი ერთად" .

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი ქორწინების 11 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

წყვილის სიყვარულის ამბავი დღემდე აქტუალური თემაა. ნუნუკა ირაკლიზე ერთი წლით უმცროსია. მომავალი მეუღლე მეცხრე კლასიდან შეუყვარდა. მაშინ ირაკლის რაიონში ყველა იცნობდა, რადგან სკოლაში საუკეთესო და მოწესრიგებულ მოსწავლედ მიიჩნეოდა.

ნუნუკას მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს თამაზაშვილების ოჯახი უარით ისტუმრებდა, მაგრამ ირაკლი მათ შორის არ აღმოჩნდა. ქალიშვილის ხელის სათხოვნელად ღარიბაშვილი პირდაპირ სასიმამროს ესტუმრა და თანხმობა მიიღო. ოჯახი წინააღმდეგი აღარ წასულა, 20 წლის ასაკში ნუნუკა გათხოვდა. მაშინ ირაკლი 21 წლის გახლდათ.

2013 წლის ორ ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენის შემდეგ, მომავალ პირველ ლედიდ მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი დაასახელა.

''სკოლის მერხიდან უყვართ ერთმანეთი, ეს ჩემთვის უნიკალურია'', - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს