"დიდი გასეირნება" - ავთანდილ ბერიძე ზღვაში "სეირნობს"

"დიდი გასეირნება" - ავთანდილ ბერიძე ზღვაში "სეირნობს"

სოციალურ ქსელში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ფოტო ვრცელდება. ფოტოს ფეისბუქის მომხმარებლები სხვადასხვა ინტერპრეტაციით ასათაურებენ.

"ჯიპი არაო...ქოლგა არაო..ხოდა ანეგდოტის არ იყოს..თევზებს გაგვანებეთ რა თავიო..",- წერს ერთერთი მომხმარებელი.

სად, ან ვის მიერ არის ფოტო გადაღებული, სოციალურ ქსელში არ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე რამდენჯერმე გახდა სკანდალების გმირი. მან საკუთარ თავს VIP პერსონის სტატუსი მიანიჭა და ამით ახსნა, თუ რატომ გადაადგილდება ბათუმის ბულვარში ავტომობილით. შემდეგ კი ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, სადაც მას ქოლგის დამჭერი ახალგაზრდა მამაკაცი ემსახურება. "თუ ხელები დაკავებული მექნება, რა თქმა უნდა, მე ვერ დავიჭერ. იცით, ვერ ვხვდები, რაა ამაში გასაკვირი, რომ თქვენზე ასაკით უმცროსმა დაიკავოს ქოლგა?", - განუცხადა ჟურნალისტებს ავთანდილ ბერიძემ. აღსანიშნავია, რომ არცერთ ფოტოზე, სადაც ავთანდილ ბერიძეს ქოლგის დამჭერი ემსახურება, მას ხელები დაკავებული არ აქვს.

ხმაურიანი შეფასებები მოჰყვა აჭარის საბჭოს თავმჯდომარის მეორე ფოტოსაც, სადაც ის შიშველი ზის სავარძელში და მხარზე თეთრი ბაჭია ჰყავს. ავთანდილ ბერიძის დაწინაურებამ მისი მეზობლებიც შეაწუხა, ლერმონტოვის N1-ში მოსახლეობა სანაგვე ბუნკერს ავთანდილ ბერიძის ოჯახის მიზეზით ვერ აუქმებდა. მათი განცხადებით, ავთანდილ ბერიძის მეუღლე, როგორც მაღალჩინოსანის ოჯახის წევრი ეზოში ნაგვის ჩატანას არ კადრულობდა, რის გამოც სადარბაზო ვირთხებით და პარაზიტებით გაივსო. სკანდალური იყო ასევე ავთანდილ ბერიძის მორიგი ფოტო, სადაც ის ბურანზე ზის. აჟიოტაჟი ავთანდილ ბერიძის გარშემო მხოლოდ მაშინ შეწყდა, როცა მისი საქმიანობით კახა კალაძე დაინტერესდა.

ასევე დაგაინტერსებთ:

ავთომობილი და ავთოფარეხი - როგორ ამკობენ "VIP" ავთო ბერიძეს სოციალურ ქსელში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს