წიგნები, რომლებმაც ია ფარულავაზე წარუშლელი კვალი დატოვა

წიგნები, რომლებმაც ია ფარულავაზე წარუშლელი კვალი დატოვა

Ice Bucket Challenge-ის შემდეგ სოციალურ ქსელში არაერთი მსგავსი აქციის იდეა გაჩნდა, რომლებიც ქართველმა ინტერნეტ-მომხმარებლებმა აქტიურად აიტაცეს. მათ ერთი საერთო ნიშანი ახასიათებს - აქციის მონაწილე აუცილებლად იწვევს საკუთარ მეგობრებს იმავე აქციაში მონაწილეობისთვის. ერთ-ერთი ასეთი აქციის მონაწილეები "ფეისბუქში" იმ წიგნების ჩამონათვალს ავრცელებენ, რომლებმაც მათზე დიდი გავლენა მოახდინა და მათი ცნობიერების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

აქციას უკვე არაერთი ცნობილი ადამიანი შეუერთდა, მათ შორის მსახიობი ია ფარულავა.

"აი იმ წიგნების სია, რომლებმაც ჩემს ბავშვობაში და თინეიჯერობაში დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე ... ვიწვევ ყველას, ვისაც სურვილი აქვს, რომ გაგვიზიაროს თავისი სია.

0. აფრიკული, სპარსული, ოსური, გერმანული იუგოსლავური... ზღაპრები... ზღაპრები...

1. ჯანი როდარი - ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები

2. პამელა ტრევერსი - მერი პოპინსი

2. მარჩელო არჯელი - სან ლორენცოელი ბიჭები

3. ჯერალდ დარელი - ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები

4. ვენიამინ კავერინი - ორი კაპიტანი

5. ჯეიმს ფენიმორ კუპერი - უკანსაკნელი მოჰიკანი

6. ალექსანდრე ბელიავი - პროფესორ დოულის თავი

8. ასტრიდ ლინდგრენი - პეპი და კარლსონი

9. ჟიულ ვერნი - 80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ

10. ჯოვანი ბოკაჩო - დეკამერონი ( ყველას დაგავიწყდათ )

11. დენი დიდრო - მონაზონი

12. ტრანკვილიუსი -12 ცეზარის ცხოვრება

13. ქეთევან ნუცუბიძე - პეტრე იბერი ......

14. ლევან გოთუა - ხანძთის ზარი'

15. კონსტანტინე გამსახურდია - დიდოსტატის მარჯვენა

16. ვაჟა ფშაველა - სტუმარ-მასპინძელი

და ასე შემდეგ :))))) ახლა რას ვკითხულობ არ მკითხოთ (მხოლოდ "ფეისბუქს" )", - წერს ია ფარულავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს