"გიორგი მარგველაშვილი უკვე ოფიციალურად ოპოზიციაშია?" - ცნობილები მარგველაშვილის ბრიფინგს აფასებენ

"გიორგი მარგველაშვილი უკვე ოფიციალურად ოპოზიციაშია?" - ცნობილები მარგველაშვილის ბრიფინგს აფასებენ

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საგანგებო ბრიფინგს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია გამოეხმაურა. გრიგოლიას პოსტზე საინტერესო კომენტარებს ტოვებენ მისი ცნობილი მეგობრები.

ინგა გრიგოლია: მარგველაშვილის ბრიფინგი....თანდათან უფრო თამამი ხდება.....

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი: თამამიც აღარ გახდეს? ვიზიტი ჩაუშალეს

ინგა გრიგოლია: ხოდა აშკარად უფრო თამამია ამ ბოლო კვირაში, ნანუკა...ჯერ გაბუნიასთან სამშაბათს, ეხლა ბრიფინგზე... მარა ჯერ ბოლომდე ვერ.

ინგა გრიგოლია: ისე, თუ აპირებდა წასვლას, აღარ უნდა გადაეფიქრებინა... მე ვერ გავიგე, ვინ ჩაუშალა იქ ეგ ვიზიტი. ეთქვა ბარემ, კონკრეტულაად ვინ და როგორ ჩაუშალა... .ელჩმა???? ჩვენმა საელჩომ??? ვინ???? ეგრე ჭორაობა გამოდის.

ანრი ჯოხაძე, მომღერალი: აი ვშიშობ სადმე ბუტკა არ ჩავდგა ვარსკვლავებით გაფორმებული წარწერით "ეძიე ვარსკვლავი შენი" :)))))))

ბაკურ ბაკურაძე, "დემოკრატიული მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: ჭორვილის საბავშვო ბაღი.

ინგა გრიგოლია: თქვენ გაიგეთ ვინ ჩაუშალა?????? მე ვერა.... და რა გზებით, კონკრეტულად???? თუ დღევანდელი "კვირის პალიტრა" აღმოჩნდა მიზეზი?

ბაკურ ბაკურაძე: ინგა, გზების მეტი რა არის?:)))))) მარტივად:)))))) საგარეო, ელჩები ერთი-მეორე, ზედ "კვირის პალიტრა":)))))) უბრალოდ მდგომარეობა არის სხვა:))))) როცა ხტუნვა არ შეგიძლია, არ უნდა იხტუნავო, ეგაა:))))

რომ ჩათვალა, რომ პრეზიდენტობა ეკუთვნის და მით უფრო დანიშვნას რომ დასთანხმდა, მე იმ ხტუნვაზე ვსაუბრობ...

დღეს ბევრი ისაუბრა დემოკრატიაზე და კონსტიტუციონალიზმზე:))))) დემოკრატიულადაა არჩეული> თუ კონსტიტუციის დაცვით? თუ რაიმე ლეგიტიმაცია გააჩნია? ან მაგას ან ვინმეს?

ვისაც გააჩნია ლეგიტიმაცია ის წყვეტს, თან მარტივად:))))) მერე ყველაფერი პროზაა:))) და ამ პროზაში უბედურება მასოვკაა ამ ყველაფერს რომ ეგუება:))))

ინგა გრიგოლია: ბაკურ, ლირიკაა.. ლირიკა.

რამდენიმე საათით ადრე ინგა გრიგოლია ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც მან "კვირის პალიტრას " მისცა.

"გიორგი მარგველაშვილი უკვე ოფიციალურად ოპოზიციაშია??? სხვა დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა ამ კვირის ორი უმნიშვნელოვანესი ინტერვიუ...სამშაბათს-პრეზიდენტის რუსთავი 2-ზე და დღეს ბიძინა ივანიშვილის "კვირის პალიტრასთან"....არავინ დამწამოს ფაქტების ჰიპერბოლიზაციის მცდელობა, მაგრამ ივანიშვილის დღევანდელი ინტერვიუ ამის დადასტურებაა...ექსპრემიერმა, პრაქტიკულად, ღიად და ხაზგასმით თქვა, რომ პრეზიდენტი სახელისუფლებო გუნდის ოპოზიციაშია", - დაწერა გრიგოლიამ.

იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილი: "გიორგი მარგველაშვილს უნდა მთავრობას ხელი შეუშალოს"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს