"ნიკორა" ეძებს მამაკაცს, რომელმაც მაღაზიაში თანხა დაკარგა

"ნიკორა" ეძებს მამაკაცს, რომელმაც მაღაზიაში თანხა დაკარგა

სუპერმარკეტ "ნიკორას" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო და განცხადება.

ეს უბრალოდ "ნიკორას"  გულწრფელი პოსტია, რითაც "ნიკორას" ადმინისტრაცია ეძებს მამაკაცს, რომელმაც თანხა დაკარგა.  

როგორც ირკვევა, ერთ-ერთ ქსელში მამაკაცმა ფული დაკარგა, ფაქტს სუპერმარკეტების ქსელის ადმინისტრაცია ასე გამოეხმაურა:

"მეგობრებო,

აღნიშნულმა პიროვნებამ 10 სექტემბერს, საღამოს საათებში, საბურთალოს #10-ში მდებარე "ნიკორას" სუპერმარკეტში დაკარგა ფულადი თანხა, რომელიც მოგვიანებით იპოვეს სავაჭრო ობიექტის თანამშრომლებმა და ამ ეტაპზე, ინახება მენეჯერთან.

თუ ვინმე იცნობთ ფოტოზე გამოსახულ პირს, მიაწოდეთ ინფორმაცია და სთხოვეთ მიაკითხოს კუთვნილ თანხას.

ან უბრალოდ გააზიაროთ პოსტი, რომ ინფორმაცია ადრესატამდე მივიდეს.

მადლობას გიხდით წინასწარ!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს