რა შეისყიდა დავით ნარმანიამ მერად არჩევის შემდეგ (+4ფოტო)

რა შეისყიდა დავით ნარმანიამ მერად არჩევის შემდეგ (+4ფოტო)

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ხელშეკრულების ფოტოასლებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, 2014 წლის 15 აგვისტოს დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა მერიის ბალანსზე არსებული ავტომანქანისთვის ხმოვანი და ვიზუალური სასიგნალო აპარატურა შეიძინა. ხაჩიძის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, შენაძენის ღირებულებამ 900 ლარი შეადგინა. აღნიშნული აპარატურა დავით ნარმანიამ თბილისის ბიუჯეტის სახსრებით შპს "ლუმენისგან" (დირექტორი შოთა ვასაძე) შეიძინა.

"გახსოვთ ალბათ ბიძინას-ნარმანია?...

ხალხზე მზრუნველი, კარგი მეურნე, გადასარევი მენეჯერი, მერად რომ აირჩია დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ.

სანამ პოსტზე მიმაგრებულ ფაილებს ნახავთ, იქნებ შეეცადოთ გამოიცნოთ, რა შეისყიდა ბიძინას-ნარმანიამ პირველი ოფიციალური ხელშეკრულებით, მერად გახდომის შემდეგ?...

სირენა და ციმციმა მერს გილოცავთ კიდევ ერთხელ თბილისელებო!", - წერს ხაჩიძე.

შეგახსენებთ, დავით ნარმანიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 12 ივლისს გაიმარჯვა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს