ნუნუკა თამაზაშვილი - არცერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს მკურნალობის გარეშე

ნუნუკა თამაზაშვილი - არცერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს მკურნალობის გარეშე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან ერთად კიბოს ცენტრში სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები მოინახულა.

"მიხარია, რომ 11 ბავშვს, მათ ოჯახებს "სოლიდარობის ფონდი" უკვე დაუდგა გვერდით. დიდი იმედი მაქვს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება ამ კეთილ საქმეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არცერთი ბავშვი არ დარჩეს მკურნალობის გარეშე", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნანუკა თამაზაშვილი.

კიბოს ცენტრში პრემიერის ინიციატივით შექმნილი "სოლიდარობის ფონდის" მიერ დაფინანსებული 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები მკურნალობენ. პრემიერმა და მისმა მეუღლემ ბავშვებს გამოჯანმრთელება უსურვეს, საჩუქრები გადასცეს და მათ მშობლებს სრული თანადგომა აღუთქვეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მშობლებთან და სამედიცინო პერსონალთან საუბრისას განაცხადა, ასეთ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების სოლიდარობას.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სოლიდარობის ფონდმა უკვე 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნით დაავადებული 11 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა, მათ შორის დამტკიცდა სამი ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება საფრანგეთისა და თურქეთის კლინიკებში. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ სოლიდარობის ფონდში შემოწირულობა სულ უფრო გაიზრდება და მიმდინარე წლის ბოლოს 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების დაფინანსებაც გახდება შესაძლებელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს